გამომდინარე იქედან, რომ პლანეტების დიდი ნაწილი ამ ეტაპზე რეტრო-მოძრაობაშია (უკანამავლია) შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის შეფერხებებითა და ბარიერებით იყოს სავსე, როგორც პროფესიული საქმიანობის ისე პირადი ურთიერთობების კუთხით.
მით უმეტეს, რომ პლანეტების რეტროგრადულ ფერხულს ამ კვირის ბოლოს პლანეტა მერკურიც შეუერთდება. რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის დასასრულამდე უნდა შეიძინოთ ყველა სახის საჭირო ტექნიკა ან ელექტრო აქსესუარი. წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოესი ორი კვირის მანძილზე ნამდვილად არ იქნებით დაზღვეული შეძენილი ნივთის სწრაფად გაფუჭებისგან, ასევე მოსალოდნელია, რომ ელექტროტექნიკამ ხარვეზით იმუშაოს ან სულაც წუნდებული აღმოჩნდეს შეძენის შემდგომ. მერკურის რეტროგრადული ფაზა ადამიანებს შორის კომუნიკაციის უნარს აუარესებს, ამიტომ მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს თუ 28 აპრილამდე დაგეგმავთ ურიგო ნამდვილად არ იქნება. კვირის მიწურულს კი ნუ მოაწერთ ხელს ხანგრძლივვადიან საქმიან ხელშეკრულებებს, ყურადღება გამოიჩინეთ ნებისმიერი ტიპის დოკუმენტაციის შედგენა-გადაგზავნისას, ასევე მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდეთ საქმიანი პარტნიორების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს და ეცადეთ ნაკლებად იკამათოთ.
პლანეტა მარსის რეტროგრადულობის გამო, რომელიც ამ მოძრაობაში სულ ცოტა ხნის წინ გადავიდა, არ არის სასურველი მაისის ბოლომდე მაინც დაგეგმოთ ხანგრძლივვადიანი და სახიფათო მოგზაურობები. მით უმეტეს ისეთ ადგილებში, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. გარდა ამისა, მაქსიმალური სიფრთხილე დაიცავით ბასრ, მჩხვლეტავ ნივთებთან დაკავშირებით მათი გამოყენებისას. არ არის ასევე კარგი პერიოდი მსხვილი შენაძენების გასაკეთებლად და ინვესტირებისთვის ბიზნესში. ამ ეტაპზე დრო აჯობებს სამომავლო ქმედებების დაგეგმვას დაუთმოთ და ნაკლებად წამოწყოთ ახალი პროექტები.
თუმცა კვირის ბოლოს ერთი მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენა მაინც მოხდება, პლანეტა ვენერა ვერძის ზოდიაქოს ნიშნიდან კუროს ზოდიაქოს ნიშანს ესტუმრება, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებში ემოციური ფონის გაკონტროლების ალბათობას. ამ პერიოდიდან პრიორიტეტული გახდება პირად ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნების თემა. ძალიან ბევრი წყვილისთვის საკვანძო თემა იქნება უკვე არსებული კავშირების გამყარება და გაძლიერება.
ვენერას ტრანზიტისას კუროში ადამიანები გაცილებით უფრო კონცენტრირებული გახდებიან საკუთარი ზრუნვა და სიყვარული მატერიალურად გამოხატონ, ზრუნვითა და საჩუქრებით საყვარელი ადამიანების მიმართ. რაც ხელს შეუწყობს წყვილებს შორის მყარი და ხანგრძლივვადიანი ურთიერთობების წარმოშობას. ეს პერიოდი ასევე გაადვილებს მცირემასშტაბიანი ფინანსური ოპერაციების წარმოებას. ზოგადად გაიზრდება კომფორტისა და ესთეტიზმის მოთხოვნილება ადამიანებში, რაც შესაძლოა საკუთარი თავის განებივრებაშიც გამოიხატოს. ბევრ ჩვენგანს გაუჩნდება სურვილი დრო გაატაროს ბუნებაში, დატკბეს გემრიელი კერძებითა და შოფინგით.
პოზიტიურ კვირას, სახეზე ღიმილს, გულში კი სიმშვიდეს გისურვებთ!