კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26-31 დეკემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26-31 დეკემბერი

საიტზე, ამ წლის რიგით ბოლო ასტრო-პროგნოზი გამოვაქვეყნოთ. ამასობაში კი ერთი საინტერესო ტენდენციაც აღმოვაჩინეთ, როგორც გაირკვა, ახალი წლის ბოლო კვირა - 29 დეკემბრის ახალმთვარეობას ემთხვევა თურმე, რაც იმას ნიშნავს. რომ 31 დეკემბრამდე პერიოდი მართლაც რომ ჯადოსნურია, იმიტომ რომ კოსმიური ენერგეტიკა გვაძლევს საშუალებას გასული წლის ყველა ნეგატივსა და სტრესს ერთად მოვუყაროთ თავი და გავთავისუფლდეთ. ახალმთვარეობას ხომ ე.წ. "გამაჯანსაღებელ-განმკურნებელი" თვისება ახლავს თან. ადამიანს საშუალება ეძლევა გათავისუფლდეს წარსულის ბორკილებისგან - იქნება ეს არშემდგარი ურთიერთობები, ფინანსური პრობლემები თუ მავნე ჩვევები. მოკლედ, მეგობრებო, საკმარისზე მეტი მიზეზი გაქვთ საიმისოდ, რომ თავი პოზიტიურ მომავალზე დაიპროგრამოთ. მთვარის მნიშვნელოვანი ფაზა კი ამაში ერთი-ორად შეგიწყობთ ხელს. მით უმეტეს, რომ ახალი მთვარე სიჯიუტითა და პრინციპულობით განთქმულ თხის რქის ზოდიაქოში იქნება. რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კვირაში, სულიერი თუ ფსიქოლოგიური "წმენდით" მიღებულ შედეგს სამომავლოდ.

ხოლო სანამ, ახალი მთვარე მოგვცემს ფორას კვირის დასაწყისში სიფრთხილის გამოჩენა იქნება საჭირო ახალი ნაცნობობის გაბმისას და ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაციისას. ეს ის პერიოდია, როცა გადამეტებულმა გულჩვილობამ შესაძლოა ცუდი როლი ითამაშოს ჩვენთვის. ამ დღეებში აქტიურდება ხალხი, ვისაც მაქინაციებისა და ინტრიგების ხლართვისკენ გააჩნია გასაოცარი მიდრეკილება. აქედან გამომდინარე ორშაბათ-სამშაბათის შუალედში დიდი სიფრთხილის გამოჩენა დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ ჩვეულებრივი და ბანალური მანიპულატორების მსხვერპლი არ გახდეთ.

27 დეკემბერს მზე და რეტრო-მერკური უერთდება ერთმანეთს ცაზე, ამ ალიანსს კი ქაოსისა და არეულობების "კურატორი" ნეპტუნიც გაუმაგრებს ზურგს. ამიტომ იმ ტიპის საქმეებში, რომელიც ჩვენგან ლოგიკას და მაქსიმალური კონცენტრაციის უნარს ითხოვს აუცილებლად იქნება შეფერხებები. ადამიანებს გაუჭირდებათ დისციპლინის დაცვა, არაერთგზის დაირღვევა შეთანხმებები და მკაცრი დედლაინები. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია მათთვის, ვინც ხელოვნების ნებისმიერ დარგს ემსახურება. იმატებს შემოქმედებით პოტენციალი და მარტივად მოდიან "მუზები".

28-29 დეკემბერს მარსისა და რეტრო მერკურის დადებითი ასპექტაციის გამო, გაადვილდება კომუნიკაციის დონე ადმაიანებში. ეს ის პერიოდია, როცა გაცილებით იოლია გარშემო მყოფები და თანამოსაუბრეები დაარწმუნოთ საკუთარი პოზიციის უპირატესობაში. შესაძლებლობა მოგეცემათ ასევე, ნებისმიერი ტიპის ქაოსური სიტუაციიდან იპოვოთ გამოსავალი. ამ დღეებში სასურველიც კია იბრძოლოთ საკუთარი იდეების დასაცავად, პრინციპულად და მონდომებით.

კვირის ბოლოს პლანეტა ურანი დირექტიულ მოძრაობაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოესი თვეების მანძილზე აქტიური გამოვლინების საშუალება მიეცემა პროგრესულ, ნოვატორულ იდეებს. ეს კარგი პერიოდია პოლიტიკურ სპექტრში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსახდენად. გააქტიურდება ზოგადად თავისუფლებისა და თვითგამოხატვის თემატიკა. შესაძლოა ბევრი ადამიანი გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?