კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 მარტი - პირველი აპრილი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 26 მარტი - პირველი აპრილი

კეთილდღეობა ძალზე მნიშვნელოვან საკითხს არ წარმოადგენს ცხოვრებაში. დამდეგი კვირის დასაწყისი კი ერთობ არაპროგნოზირებადი იქნება ზუსტადაც რომ ფინანსური კუთხით. შესაძლოა ვიღაცის ცხოვრებაში დაუგეგმავი შემოსავლები გაჩნდეს, ვიღაცასთან კი აბსოლუტურად მოულოდნელად დადგეს დიდი ხარჯის გაწევის აუცილებლობა. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ პლანეტა მერკური რეტროგრადულია ამ პერიოდში, რის ხარჯზეც ადამიანებს შორის კომუნიკაცია გართულებულია, აგვიანებს როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე ჯანჯლდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები, მათ შორის ფინანსურიც.

აქედან გამომდინარე ცაზე კვირის დასაწყისში წარმოქმნილი ვენერასა და ურანის შეერთება, ზოგისთვის პოზიტიური, ზოგისთვის კი ნეგატიური შეიძლება იყოს. იმიტომ რომ, ვენერა სიმბოლურად ფულს შეესაბამება, ურანი კი ყველაზე "ხულიგანი" პლანეტაა მთელ გალაქტიკაში და რა ტიპის მოულოდნელობით გაგვახარებს ნებისმიერ ჩვენგანს ეს ინდივიდუალური მაგალითით განისაზღვრება. იგივე ვენერა-ურანის ასპექტი ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წარმოშობს მოულოდნელი, სასიყვარულო აფიორების ალბათობას. თანაც გაზაფხულია და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ვიღაც მოულოდნელად და უგონოდ შეგიყვარდეთ. თუმცა, რეტროგრადულ მერკურზე დაწყებულ ურთიერთობას მაინც ნუ მიანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. იმიტომ რომ, როგორც წესი, ასეთ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები სიმყარით არასოდეს გამოირჩევა ხოლმე.

29 მარტს მზისა და სატურნის ერთობ პირქუში კვადრატი ადამიანებს აიძულებს მოზომონ საკუთარი აგრესიები ზემდგომებთან და ასაკით/ჩინით უფროს ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს სახიფათო დღეა სამსახურებრივი კონფლიქტების კუთხით. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ როგორც ემოციები, ისე გამოთქმები პროფესიულ სარბიელზე. პატივისცემით მოექეცით ოჯახის უხუცეს წევრებს და ხანდაზმულ ადამიანებს.

31 მარტს პლანეტა ვენერა აგრესიული ვერძის ზოდიაქოს დატოვებს, სადაც იგი თავს არცთუ მაინცდამაინც კომფორტულად გრძნობდა და მისთვის "შინაურ" ატმოსფეროს - კუროს ზოდიაქოს მიაშურებს. ამ პერიოდიდან სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში საღი აზრი იმატებს. ფინანსურ საკითხებში კი გაცილებით მეტი რაციონალიზმი გამოვლინდება. ვენერას ტრანზიტისას კუროს ნიშანში, ადამიანები მეტ მიდრეკილებას ავლენენ კომფორტისა და მიწიერი სიამოვნებების მიმართ. ეს კარგი პერიოდია მიტოვებული სასწავლო პროცესების გასაახლებლად. მით უმეტეს, თუ წარსულში კულინარიით ან საბანკო-საფინანსო სფეროთი აპირებდით დაკავებას.

კვირის ბოლოს სავსემთვარეობა დააგვირგვინებს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. სასწორიც, კურს მსგავსად სილამაზის, ესთეტიკისა და ჰარმონიის "კურატორია". ამასთან ერთად, იგი "პატრონაჟს" უწევს პარტნიორული ურთიერთობებს საკითხს. ამიტომ რაკიღა სავსემთვარეობა ზუსტად სასწორის ნიშანს ემთხვევა, სასურველია, კარგად დაფიქრდეთ საკუთარ ურთიერთობებზე. მით უმეტეს, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში იდეალურია საკუთარ შეცდომებში ჩაღრმავება, ვენერას განლაგება კი კუროს ნიშანში შესანიშნავ შანსებს მოგცემთ სიტუაცია ცივი გონებით შეაფასოთ და თქვენთვისაც და თქვენი პარტნიორისთვისაც მომგებიანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

წარმატებულ კვირას გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?