თევზები
ორშაბათს თამამად მიიღეთ გადაწყვეტილება, რადგან 26 ნოებერს მცირდება შეცდომების დაშვების ალბათობა. ამ კვირაში წინსვლა გელოდებათ კარიერასა და ბიზნესში. წარმატებას მიაღწევენ ამბიციური თევზები, თუმცა შესაძლოა ის ადამიანებიც მოექცნენ ყურადღების ცენტრში, რომლებიც აქამდე ჩრდილში დგომას ამჯობინებენ. სოციალურმა ქსელი დიდი როლი ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში. კვირის ბოლომდე ღირსეულად აისხლეტთ თქვენკენ მომართული ნეგატივს.
მერწყული
თქვენს ცხოვრებაში ამ კვირაში მოსალოდნელია სოციალური და კომუნიკაციური ”აფეთქება”, ანუ ყველა მეგობარს, ნათესავს, კლასელს თუ კურსელს უეცრად თქვენთან დაკავშირება მოუნდება. შესაძლოა გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც დიდი ხანია აღარ გეხმიანებიან. ორშაბათს კარგად გაართმევთ თავს მიღებულ დავალებას, თუ გუნდურად იმუშავებთ თანამშრომლებთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, რომ ძალა ერთობაშია. მთელი კვირის განმავლობაში იქნებით მოტივირებული და ენერგიით სავსე, რაც დადებითად აისახება თქვენს კარიერულ წინსვლაზე. მარტოხელა მერწყულებს კვირის ბოლომდე საინტერესო სიახლე ელით. დიახ, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დაგაინტერესებთ, ან გრძნობები გაგიჩნდებათ იმის მიმართ, ვისაც იცნობდით, მაგრამ არასდროს უყურებდით ”სხვა თვალით". ასე რომ გვერდზე გადადეთ ადამიანების მიმართ კრიტიკული მიდგომა და საუკეთესო თვისებები ეძებეთ მათში.
თხის რქა
კარგი იქნება, თუ მიმტევებლობას გამოიჩენთ ადამიანების იმართ, ეს ურთიერთობებს გაამარტივებს და მძიმე ლოდსაც მოგაშორებთ გულიდან. ასევე, დროა ზოგიერთმა თხის რქამ წერტილი დაუსვას რომანტიკულ კავშირს, რომელიც ყოველდღიურობას უწამლავს. ხომ იცით? ყველაფერი კარგი ოდესმე სრულდება, იმიტომ რომ უკეთესი რამ დაიწყოს. იმის მიუხედავად, რომ თავდაუზოგავად შრომობთ დიდი ხანია, შესაძლოა გეუფლებოდეთ განცდა, რომ რაღაც რიგზე მაინც ვერ არის და შედეგამდე ვერ მიდიხართ. არ ცდებით. მოცემულობა არასახარბიელოა, მაგრამ მოთმინებას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
26 ნოემბერი შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი დღე აღმოჩნდეს მშვილდოსნისთვის, ამიტომ თუ დიდი ხანია უფროსთან უნდა შესვლა და ხელფასის მატებასთან დაკავშირებით გასაუბრება, შეუძლია თამამად გადადგას ნაბიჯი. ორშაბათს დაწყებული ყველა საქმე წარმატებით დასრულდება ან ნიშნით დაბადებულისთვის. ამ კვირაში მოსალოდნელია თქვენი ფასეულობათა ცვლა. მოგინდებათ გარშემო მყოფებს დაანახოთ, რამდენი იშრომეთ. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, შეარჩიეთ სწორი ფორმა და ტონი. კვირის ბოლომდე მოსალოდნელია ექსპერიენტის ჩატარება, რომლის შედეგიც გაგაოცებთ. ეს შეიძლება ეხებოდეს, როგორც გარეგნობასა და იმიჯს, ასევე ურთიერთობებს ან საკუთარი თავის შეცნობის პროცესს.
მორიელი
ამ კვირაში თქვენს ხელში გაივლის ან აღმოჩნდება დიდი თანხა. გადაწყვეტილების მიღებისას მიენდეთ არა მარტო თქვენს გონებასა და ლოგიკას, არამედ ინტუიციას. არ წახვიდეთ საკვების შესაძენად ბაზრობაზე, მიმართეთ მაღაზიას, რადგან შესაძლოა გაფუჭებული პროდუქცი შემოგაპარონ, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს. თუ ამ კვირაში თავს შეუძლოდ იგრძნობთ, დარჩით შინ. სხვა შემთხვევაში, სიტუაცია გამწვავდება. შაბათს შესაძლოა გამოავლინოთ უპასუხისმგებლობა (მცირე დოზით), მაგრამ საგანგაშო არაფერია. მსგავსი პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება.
სასწორი
ამ კვირაში მოსალოდნელია სამეგობრო წრის გაფართოება, ასევე ძველ დაქალებთან/ძმაკაცებთან ურთიერთობის გამყარება. ის სასწორები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მიილტვოდნენ მარტოობისკენ, მაგრამ ოჯახური მდგომარეობა საკუთარ თავთან მარტო დარჩენის საშუალებას არ აძლევდა, საწადელს მიაღწევენ. ამ ნიშნით დაბადებულებს ბევრი სურვილი აქვთ, რომელთა შესახებაც ხშირად საუბრობენ, ამ კვირაში არაჩვეულებრივი პერიოდია მათ განსახორციელებლადაც. თუ განვითარებისთვის, სწავლისთვის ან კარიერული წინსთვლისთვის შანსი მოგეცემათ, არ თქვა უარი მასზე, თუნდაც ათასი მიზეზი გქონდეთ. პარასკევს იგრძნობთ, რომ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა დიდი ხანია რელსებს გასცდა და აღარ იცით საით მიექანება. ნუ იჩქარებთ მეუღლესთან/შეყვარებულთან საუბარს, ჯერ თავად გაერკვიეთ გრძნობებში.
ქალწული
ამ კვირაში ქალწულს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა შეაწუხებს: ”ბედნიერი ვარ?” და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, - მიხვდება, რომ რადიკალური ცვლილებების დროა. ზოგიერთმა ქალწულმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ მისი ეგო დიდი ხანია მშიერია, რომ მას მეტად სჭირდება გარშემო მყოფებისგან დაფასება, პატივისცემა და ყურადღება.ზოგიერთს დროებით მოუწევს იმ ქალაქის ან რაიონის დატოვება, რომელშიც ცხოვრობს - მოგზაურობის, ბიზნესშეხვედრის, განათლების მიღების ან მკურნალობის მიზნით.
ლომი
ამ კვირაში გამართლდება რისკი, ამიტომ არ შეუშინდეთ ვა-ბანკზე წასვლას. გაიზრდება თქვენი ქარიზმატულობა, ამიტომ გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. თუ სამსახურში ან სახლში მნიშვნელოვანი საკითხის დაყენებას აპირებთ, მკაფიოდ გამოხატეთ აზრი, არ ისაუბროთ წინადადებებით, რომლებიც რამდენიმენაირად შეიძლება გაიგონ ადამიანებმა, თორემ კონფლიქტი წარმოიშობა. კარგი პერიოდია გრძნობების გამოსახატად. თუ ვინმე გიყვართ, თამამად გამოუტყდით. ზოგიერთი ლომი შეხვდება ადამიანს, რომელთანაც მომენტალურად გააბამს უხილავ ძაფებს. ამ ნიშნით დაბადებული ქალები ინტერესს გამოავლენენ მაკიაჟს მიმართ. შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა ვიზაჟის სწავლაც მოისურვოს.
კირჩხიბი
ბევრი კირჩხიბი მიხვდება, რომ დაუდევრად ექცეოდა თავის ჯანმრთელობას და ძალიან ინანებს. ამ კვირაში შეწყვიტეთ გეგმების შედგენა (იმის მიუხედავად, რომ ეს პროცესი ძალიან გიყვართ) და უბრალოდ დინებას მიჰყევით. შუა კვირაში მოინდომებთ გაიგოთ, რას ფიქრობენ ადამიანები თქვენზე, მაგრამ პასუხს ვერ იპოვით. სამაგიეროდ, მოახერხებთ ერთმანეთს შეუთავსოთ პირადი ცხოვრება და სამსახური, რაც ასეოდენ გიჭირდათ ბოლო პერიოდიში. დიდი ალბათობით ავად გაგიხდებათ ოჯახის წევრი ან ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენთვის. ნუ დატოვებთ მას უყურადღებოდ, თორემ დანაშაულის გრძნობა არ მოგასვენებთ.
ტყუპი
თქვენი ერთი ნაწილი ბედნიერია პირად ურთიერთობაში, მეორე ნაწილს კი შეყვარებულთან/მეუღლესთან დაშორება უნდა. ვერავინ დაგეხმარებათ საკუთარი თავის გარდა. ჩაუღრმავდით თქვენს ურთიერთობას, დააკვირდით საყვარელ ადამიანს, რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები? თუ გაბრაზებთ, სანაცვლოდ რას გთავაზობთ? რისი ატანა შეგიძლიათ და რას ვერ აიტანთ? როგორი ინება თქვენი ცხოვრება მის გარეშე? იმის შემდეგ, რაც ყველა ამ კითხვაზე იპოვით პასუხს, უნდა გამოიჩინოთ ნებისყოფა და უერთგულოთ მიღებულ გადაწყვეტილებას, სწორედ ესაა გამოსავალი, რომელსაც ეძებთ.
კურო
ამ კვირაში მოსალოდნელია ალიანსის შექმნა, გააფორმებთ ხელშეკრულებას, შეიძენთ ახალ მეგობარს ან უკეთეს შემთხვევაში, გაიჩენთ შეყვარებულს. ზოგიერთი კურო შეურიგდება ძველ პარტნიორს ან აღადგენს მასთან ”ამხანაგურ” ურთიერთობას. თუმცა, ამ ნაბიჯის გადადგმამდე გაითვალისწინეთ, შესაძლოა ყველაფერი ძველებურად დასრულდეს და გული ძალიან გეტკინოთ. კუროებს, რომლებიც ურთიერთობაში არიან, პარტნიორთან სერიოზული საუბარი ელოდებათ. შესაძლოა განსახილველი თემა საერთო მომავალსაც შეეხებოდეს.
ვერძი
ზოგიერთ ვერძს საშუალება მიეცემა თანხა გადადოს მოგზაურობისთვის, სწავლისთვის ან სხვა გეგმებისთვის. ამ ნიშნით დაბადებულები დატოვებენ კომფორტის ზონას. მოსალოდნელია მოვლენა, რომელიც სასიამოვოდ აგაღელვებთ და შთაგაგონებთ. ბევრი ვერძი იგრძნობს, რომ მეორე ნახევარი აღარ უყვარს, მაგრამ კითხვაზე ”სად ან როდის წავიდა სიყვარული?" პასუხს ვერ იპოვის. პარასკევს მოსალოდნელია ემოციების ცუნამი. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანთა ნაწილი, როგორც იქნა, გაარკვევს რა სურს ცხოვრებისგან და როგორ უნდა მიიღოს ის.