კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ოქტომბერი - 2 ნოემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 27 ოქტომბერი - 2 ნოემბერი

მძაფრი ემოციებითა და მოვლენებით დატვირთული ერთი თვე გველოდება. თუმცა, ნოემბრის პირველი დეკადა გასულ ოქტომბერთან შედარებით შესაძლოა გაცილებით უფრო პოზიტიური, თუმცა ემოციურად მდიდარი იყოს ბევრი ადამიანისთვის. დგება დრო მხურვალე რომანების, ლამაზი და დრამატული სასიყვარულო ურთიერთობების დასაწყებად... ამ ეტაპზე ხომ პლანეტა ვენერა მორიელის ზოდიაქოშია განთავსებული. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თუკი მსუბუქ თავბრუსხვევას იგრძნობთ და გული გამალებით დაგიწყებთ ძგერას მოულოდნელი ახალი ნაცნობობისას, ან უკვე ძველ და დიდი ხნის ნაცნობს დაინახავთ "რაღაც ახლებური" თვალითა და რაკურსით.

მიმდინარე კვირის მანძილზე - განსაკუთრებით კი 27-29 ოქტომბერის შუალედში რომანტიკულობისა და იდუმალების საბურველი ადევს პირად ურთიერთობებს ბევრის ცხოვრებაში. მით უმეტეს, თუ თქვენ ქალწულის, მორიელის, მშვილდოსნის, თხის რქის ან სასწორის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ხართ ეს ინფორმაცია ერთი-ორად გეხებათ. იმიტომ რომ შესაძლოა, ზუსტად თქვენს კარზე მოაკაკუნოს მიმდინარე კვირის მანძილზე ანცმა კუპიდონმა.

თუმცა, სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობების გარდა, უახლოესი ერთი კვირა საკმაოდ დადებითად აისახება ფინანსურ და სოციალურ სფეროზეც ზოგადად. ამ მხრივ მხოლოდ და მხოლოდ 28 ოქტომბერი იქნება გამონაკლისი, ამიტომ მითითებულ თარიღს სასურველი იქნება, რომ არ დაამთხვიოთ მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაფორმება ან გადამწყვეტი შეხვედრები.

31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით კარგი პერიოდი დგება, ნებისმიერი სახის იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. სასურველია, ამ პერიოდში იზრუნოთ ასევე იმაზეც, რომ წარსულში დაშვებული შეცდომებიც მაქსიმალურად გამოასწოროთ ამ მხრივ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ამ ვითომდა უმნიშვნელო დეტალმა სამომავლოდ დიდი პრობლემები შექმნას.

ნუ შეგეშინდებათ წინააღმდეგობების, რომელიც შესაძლოა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში წარმოიშვას როგორც პირად ისე საქმიან სფეროში. პრინციპულად იმოქმედეთ და თამამად გარისკეთ ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ მორიელს მამაცი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები უყვარს. შესაბამისად, შამპანურსაც დამსახურებულად დალევთ გამარჯვებულის ამპლუაში სამომავლოდ, თუკი ამ პერიოდში უკან არაფერზე დაიხევთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?