კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 28 აგვისტო - 3 სექტემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  28 აგვისტო - 3 სექტემბერი

ემთხვევა. რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა შეიძლება დაიწყოს მიმდინარე კვირა ილუზიებით. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჯერ კიდევ რეტროგრადული მერკურის პერიოდი გვიდგას კარგი იქნება ნებისმიერი ტიპის შემოთავაზებას, მოლაპარაკებას ან საქმეს კვირის დასაწყისიდანვე კრიტიკულად, შემფასებლის თვალით შევხედოთ. სასურველია, ჯერ კიდევ არ დაგეგმოთ შორსმიმავალი გეგმები და გრანდიოზული პროექტების განხორციელება, იმიტომ რომ სამომავლოდ აუცილებლად მოგიხდებათ ამ გეგმებში სერიოზული ცვლილებების შეტანა.

31 აგვისტოს მერკური რეტრო მოძრაობით ლომის ზოდიაქოს ნიშანს დაუბრუნდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში თითქმის სექტემბრის შუამდე, სამყარო შესაძლებლობას გაძლევთ ივლისის თვეში წამოჭრილი პრობლემების და შეცდომების გამოსწორების კუთხით ახლებური მეთოდები შეიმუშაოთ და საბოლოოდ გადაჭრათ ნებისმიერი ის დილემა, რომელიც ზაფხულის შუა თვემ წამოჭრა თქვენს ცხოვრებაში. ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მერკურის რეტროგრადულობის ფაზაში (5 სექტემბრის ჩათვლით) აუცილებლად უნდა იქონიოთ ნებისმიერ საქმეში გეგმა "ბე" ან სულაც "გე", რათა არ აღმოჩნდეთ გამოუვალ სიტუაციაში.

კვირის მანძილზე აქტიური რჩება მარსი-მზის შეერთება. რაც ერთი მხრივ აძლიერებს ადამიანებში ბრძოლისუნარიანობას, პრინციპულობას, დასახული მიზნებისკენ სწრაფვას. მეორე მხრივ კი რაკი შეერთება ლომის ზოდიაქოს ნიშანშია, ბოლო პერიოდში ყბადაღებული ხანძრების თემასთან ერთად კონფლიქტურობისა და საზოგადოებაში აგრესიის გამოვლენის მაღალი კოეფიციენტიც შენარჩუნდება . ამიტომ კვირის ბოლომდე სასურველია მაქსიმალური ტოლერანტულობა და წინდახედულება გამოვიჩნოთ ნებისმიერი კომუნიკაციისას. აღარაფერს ვამბობთ აალებადი და ფეთქებადსაშიში სიტუაციების კონტროლზე.

მზისა და მერკურის შეერთება კვირის მანძილზე ადამიანებში საკუთარი მოსაზრების დაცვის, უკომპრომისობის თემას ააქტიურებს. თუმცა, ეს პერიოდი კარგია იმისთვის, რომ აქამდე რთულად გადასაჭრელი საკითხების "დაძვრას" შეუწყოთ ხელი და საბოლოოდ დაამტკიცოთ საკუთარი სიმართლე იმ სფეროებში, სადაც ეს ადრე არა და არ გამოგდიოდათ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?