მაინც გაქვთ საიმისოდ, რომ დამდეგი კვირა პოზიტიურად დაიწყოთ. ჯერ ერთი ის, რომ რაღაც ერთი თვეღა დაგვრჩა ახალ წლამდე და მეორეც - მზე ამ ეტაპზე, ყველაზე ოპტიმისტი, მხიარული და ფილოსოფიურად მოაზროვნე მშვილდოსნის ზოდიაქოს გადის, რაც ადამიანებში მეგობრულ განწყობას, ერთმანეთისადმი ლოიალური მიდგომის ტენდენციასა და თავგადასავლების წყურვილს აძლიერებს. სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ მშვილდოსნის პერიოდში გეგმავენ ყველაზე ხშირად ადამიანები ზაფულის მერე, მოგზაურობასა და ხეტიალს ამა თუ იმ ქვეყანაში. გარდა ამისა, მშვილდოსნის პერიოდი საუკეთესო დროა მეგობრული თავშეყრისთვის, ერთობლივი მხიარულებისა და გართობისთვის . მოკლედ, პერიოდი, რომელსაც იუპიტერი მართავს - წარმატებისა და კეთილდღეობის პლანეტა, ვერაფრით იქნება ცუდი და ნეგატიური.
რაც შეეხება მიმდინარე კვირას, გარდა კონკრეტული პლანეტარული განლაგებისა ამ კვირაში - კერძოდ კი სამშაბათს ახალმთვარეობასაც ველით მშვილდოსნის ზოდიაქოში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს კონტაქტებს უნდა გადავხედოთ, მეგობრულ კავშირებში თუკი ვინმესთან ურთიერთობაში ბალანსს ვერ ვპოულობთ დავლაგდეთ, ასევე შეგვიძლია იმ ადამიანებთან შევამციროთ კომუნიკაცია, ვისთან ურთიერთობასაც მარტოოდენ მოვალეობები მოაქვს და სხვა არაფერი.
ახალმთვარეობის ენერგეტიკა მშვილდოსნის ზოდიაქოში შეგიძლიათ მოგზაურობისა და სწავლის თემატიკასაც მოარგოთ. საკუთარ თავთან ჩამოყალიბდით რისი შესწავლა გსურთ, იქნებ ამაოდ კარგავთ დროს მომაბეზრებელ ლექციებზე, მაშინ როცა რეალურად საინტერესო საქმედ სულ სხვა რამეს მოიაზრებთ? დაუფიქრდით საკუთარ მსოფლმხედველობას, ეს კარგი დროა, რომ წმენდა ჩაატაროთ ფასეულობათა სისტემაში. შესაძლოა საკუთარ თავში სრულიად ახალი ბაზისი აღმოაჩინოთ, ახალი ოცნებები და გეგმები დაისახოთ, რომელიც აქტიურად განხორციელდება მომავალში.
აქვე აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ ახალმთვარეობის ენერგეტიკა, როგორც წესი, აქტიურად მოქმედებს ადამიანების გუნება-განწყობაზე, განსაკუთრებით კი იგი სუსტი სქესის წარმომადგენლების ფსიქიკაზე აისახება. ამიტომ ნუ გაიკვირვებთ მამაკაცებო, მიმდინარე კვირის დასაწყისში თქვენი მეორე ნახევრების ან საყვარელი ადამიანების ხასიათცვალებადობას, გაღიზიანებადობას ან ცოტათი არაადეკვატურ საქციელს. მთვარე ხომ ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა, შესაბამისად, მისი ფაზები მოქმედებს ქალბატონებზე.
ახალმთვარეობისას აუცილებელია ასევე, რომ აკონტროლოთ საჭე, ნაკლებად მოუმატოთ სიჩქარეს და არ შეხვიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებში. დამტკიცებულია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დიდი ნაწილი, რომელიც ძირითადად დაბნეულობის ან გაუფრთხილებლობის შედეგად ხდება ძალზე ხშირად უკავშირდება ახალ მთვარეს.
ახალ მთვარეობას ფეხდაფეხ მოსდევს, ვენერასა და "ხულიგანი" პლანეტა - ურანის ნეგატიური ასპექტი, რაც პირად და სასიყვარულო კავშირებში პრობლემებისა და მოულოდნელობების წარმოქმნას შეუწყობს ხელს. ამიტომ მიმდინარე კვირის მანძილზე, ისე როგორც არასდროს შეეცადეთ, რომ არ შეზღუდოთ პარტნიორის თავისუფლება. პატივი ეცით მის მოსაზრებებს და მაქსიმალურად ლოიალური იყავით კონფლიქტური სიტუაციისას. ვენერასა და ურანის კვადრატმა შესაძლოა თან მოიტანოს მოულოდნელი დაპირისპირებები პარტნიორებს შორის. თუმცა, კარგი ის არის ამ მხრივ, რომ დაშორებას მოკლევადიანი ხასიათი ექნება და პრობლემები წყვილებს შორის მალე აღმოიფხვრება.
კვირის ბოლოს ვენერას რამდენიმე ნეგატიური ასპექტის გამო შესაძლოა გართულდეს ფინანსური საკითხები, თავი იჩინოს ინტრიგებმა და ამაო დაპირებებმა, რომელიც მატერიალურ საკითხებს შეეხება. ეს კვირა არასახარბიელოა ახალი წამოწყებებისთვის, ასევე მოერიდეთ მსხვილბიუჯეტიან ფინანსურ ოპერაციებს და შენაძენებს. ნაკლებად დაგეგმეთ მასშტაბური ცვლილებები და რემონტი. სასურველია თავი შეიკავოთ შოპინგისგან.