მხრივ ერთობ ცხელი თვე თანდათან მიწურულს უახლოვდება. მზემ ანცი ტყუპის ზოდიაქოდან, გაცილებით უფრო სტაბილურ და კარდინალურ ნიშანში - კირჩხიბში გადაინაცვლა, რაც რა თქმა უნდა, არ გახლავთ ცუდი ფაქტი. თუმცა, კვირის დასაწყისში ჯერ კიდევ შენარჩუნდება ჰაერის სტიქიისთვის დამახასიათებელი ორსახოვნების და სიტუაციის ორსარჩულიანობის პრინციპი. შესაბამისად, სასურველია, ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია მით უმეტეს, თუკი ის თქვენს პირად ურთიერთობებს და ოჯახურ კავშირებს შეეხება, მაქსიმალურად გადამოწმდეს სიზუსტეზე. გარდა ამისა, ეს ის პერიოდია, როცა მატულობს ე.წ. "ერთი ნახვით" შეყვარების ალბათობა ადამიანებში, შესაბამისად, სავსებით მოსალოდნელია, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში აქტიური ფლირტის და თავბრუდამხვევი თუმცა კი მოკლევადიანი რომანების პერიოდი დაიწყოს ზუსტად ივნისის მიწურულს.
დაწყებული პირველი ივლისიდან, ლამის მთელი კვირის მანძილზე აქტიური იქნება მზისა და მარსის ასპექტი, რაც თავის მხრივ გამოიწვევს როგორც ენერგიის მატებას და ენთუზიაზმის წინ წამოწევას, ისე კონფლიქტებისა და ძალაუფლების სურვილის ძნელად კონტროლის ალბათობას. ამიტომ ადამიანები, ვისაც საპასუხისმგებლო თანამდებობა უკავია, ამ პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ კოლეგებთან და საქმიან კონკურენტებთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხს. გარდა ამისა, რაკი ზემოხსენებული შეერთება კირჩხიბის ზოდიაქოშია, იმატებს დაგროვილი წყენის, შურისძიებისა და წარსული ცოდვების წამოძახების პრეცედენტები ოჯახურ ურთიერთობაშიც. შესაბამისად, სასურველია, თუ ზემოხსნებულ პრობლემებს მშვიდობიან გზით, დიალოგის მეშვეობით მოაგვარებთ.
თუმცა, ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს აბსოლუტურად ცუდი ან კარგი ამ სამყაროში. ამიტომ "ბონუსის" სახით ივლისის პირველ კვირას ცაზე, ორი ძალზე დადებითი პლანეტის ვენერას და იუპიტერის ჰარმონიული შეერთება ფიქსირდება - რის ხარჯზეც ადამიანებს ოპტიმისტური განწყობა, მომავლის გეგმებისადმი რწმენა და ლამაზი სასიყვარულო ურთიერთობები ნამდვილად არ მოაკლდებათ. კარგი პერიოდია ასევე ქორწინებისთვის და ზოგადად, ურთიერთობების საბოლოოდ დასაკანონებლად. შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ უძრავი ქონების სახით მნიშვნელოვანი შენაძენი ან ჩადოთ მსხვილი ინვესტიცია სახელოვნებო პროექტებში. ამგვარი ტიპის ნაბიჯები სამომავოდ თქვენს იმედებს ერთიორად გაამართლებს.