კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 29 მაისი - 4 ივნისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  29 მაისი - 4 ივნისი

და ემოციურად საკმარისად დაძაბული კვირა გველის. ამ ყველაფერს კი განაპირობებს გარკვეული პლანეტარული კომბინაციები, რომელიც მიმდინარე კვირის მანძილზე ფიქსირდება ცაზე და შეიძლება ვთქვათ - ბევრი მათგანი, ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში გარკვეული სირთულეებისა და წინაღობების მომტანია. თუმცა, აქვე ისიც მინდა გითხრათ, რომ სირთულეები ადამიანს სასჯელად კი არა სულიერი ევოლუციისთვის ეძლევა. ყველაფერი რაც არ გვკლავს, ხომ უფრო ამტანსა და ძლიერს გვხდის ყოველთვის.

კვირა მერკური-ნეპტუნის ასპექტაციით იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა ერთი ორად მოიმატებს. სასურველია გადაამოწმოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია რომელსაც იღებთ - თანაც ჯვარედინად, იმიტომ რომ უზუსტობების ალბათობა ერთობ მოსალოდნელია ნებისმიერ მენტალურ თუ წერილობით კომუნიკაციაში.

კარგი იქნება თუკი მაქსიმალურად გულწრფელი იქნებით ამ დღეებში გარშემო მყოფების მიმართ. იმიტომ რომ, სიმართლის დამალვის მცდელობა, რაც არ უნდა ჰუმანური მიზნებით მოხდეს იგი - სამომავლოდ ძალზე საჩოთირო მდგომარეობაში ჩაგაყენებთ და შესაძლოა "მატყუარას" იარლიყიც დიდი წარმატებით აიკრათ.

29 მაისიდან ძალაში შედის ერთობ რთული ასპექტი - მარსისა და სატურნის ოპოზიცია. ასტროლოგიურად მარსი აგრესიის, კონფლიქტებისა და დესტრუქციული ენერგეტიკის მომტანი პლანეტაა, სატურნი თავის მხრივ მუხრუჭები და შეზღუდვებია. ამ ორი პლანეტის დაპირისპირება კი ჯამში იმაზე აისახება, რომ საზოგადოებაში მოიმატებს საკუთარი აზრის ძალმომრეობითი გზით გატანის ტენდენცია. ადამიანებს გაუჩნდებათ ცდუნება ძალაუფლება და გავლენა ბოროტად გამოიყენონ თავისზე ჩინითა თუ სოციალური სტატუსის მიხედვით დაბლა მდგომებთან. მოსალოდნელია დაპირისპირებები ზემდგომებთან და მაღალჩინოსნებთან. მოიმატებს ასევე სამართალდამცავებთან პრობლემების შექმნის რისკი. მარსისა და სატურნის ნეგატიურ ტრანზიტზე ჩვენში იმატებს სიჯიუტე, უაპელაციო პრინციპულობა და საკუთარი პოზიციის ნებისმიერ ფასად დაცვის სურვილი.

აუცილებელია მეტი კომპრომისი, მეტი დიპლომატია და ლოიალურობა. მით უმეტეს, როცა საქმე ბიზნესსა და საქმიან კომუნიკაციას ეხება. მიმდინარე კვირის მანძილზე ეცადეთ თავი აარიდოთ ზემდგომებთან კონფლიქტს, ნუ ჩაუდგებით ჯიბრში სამსახურეობრივ იერარქიაში თქვენზე სტატუსით მაღლა მდგომ ადამიანებს. მერწმუნეთ ამგვარი კონფლიქტი სამომავლოდ კარგს არაფერს მოგიტანთ. თუმცა ასევე ყურადღება და მეტი სირბილე უნდა გამოიჩინონ თავად მაღალჩინოსნებმაც ხელქვეითებთან ურთიერთობაში. თუკი თქვენ რეალურად ფლობთ ძალაუფლებას, სასურველია გულდასმით მოუსმინოთ თანამშრომლებს და ამ კვირაში მათი გულისტკივილი მაქსიმალურად გაიზიაროთ.

კვირის მანძილზე აქტიური იქნება ადამიანებში აგრესიისა და იმპულსურობის გამომჟღავნების ტენდენცია. მოსალოდნელია კონფლიქტები, რომელიც ფაქტობრივად სუფთა ნიადაგიდან იღებს სათავეს. არსებობს ავტოსაგზაო შემთხვევების, მოტეხილობებისა და საწარმოო ტრავმების რისკი.

კვირის ბოლოს ვენერასა და ურანის ასპექტი გააძლიერებს მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო რომანების ალბათობას. ამასთან ერთად ძალიან ბევრ წყვილს ეძლევა შანსი ურთიერთობაში მოულოდნელი ცვლილებების შესატანად, შესარიგებლად ან სულაც ქორწინებისთვის. პარტნიორებში მატულობს თავისუფლების მოთხოვნილება. სასურველია ნაკლებად შეზღუდოთ თქვენი მეორე ნახევრის უფლებები. არ არის გამორიცხული სამსახურეობრივი რომანების ალბათობაც.

კვირის მანძილზე მერკური - პლუტონის ასპექტის გამო, ადამიანებში მომატებულია ცინიზმი და კრიტიკულობა. სასურველია აკონტროლოთ ტონი, ნაკლებად აკრიტიკოთ სხვები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ასაკით უმცროს დედმამიშვილებთან და უხუცეს ნათესავებთან კომუნიკაციისას. არსებობს მათთან ურთიერთობაში კონფლიქტური სიტუაციების მომწიფების ალბათობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?