კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 29 სექტემბერი - 5 ოქტომბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  29  სექტემბერი - 5 ოქტომბერი

ზოგადად მაინც არ აღვნიშნო, რომ შემოდგომის მეორე თვე, საკმაოდ დატვირთული და მრავალმხრივი იქნება სხვადასხვა ტიპის მოვლენებით. როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური სახის.

გარდა ამისა, პლანეტარული განლაგების მათივე ნიშნებთან ჰარმონიული ასპექტების გამო ამ თვეში (მის პირველ დეკადაში) განსაკუთრებულად უმართლებთ ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს (ლომებს, ვერძებსა და მშვილდოსნებს). შედარებით რთულად დაიწყებენ ოქტომბერს კირჩხიბები, თხის რქები და სასწორები. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ მიმდინარე თვე ორი მნიშვნელოვანი მოვლენით მთვარისა და მზის ე.წ. "დაბნელებებით" გაგვანებივრებს 8 და 24 ოქტომბერს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოქტომბერი საკმაოდ დინამიკური იქნება.

რაც შეეხება მიმდინარე კვირას, უახლოესი ორი-სამი დღის მანძილზე მატულობს კორპორატიული დაპირისპირებების ალბათობა. შესაბამისად, კვირის შუამდე, ნებისმიერი ჩვენგანი უნდა მოერიდოს ზემდგომებთან ხმამაღალი და პრეტენზიული ტონით საუბარს. კარგი პერიოდია მათთვის, ვისაც სურს, რომ ძირითად სამსახურთან ერთად, დამატებითი შემოსავალი ან კერძო ბიზნესიც გაიჩინოს. კვირის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა სამომავლო გეგმების დასაწყობად და ბიუჯეტის გასანაწილებლად ამ მხრივ.

პირადი ურთიერთობების კუთხით დაძაბულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული საუბრისა და ურთიერთზრუნვის ხარჯზე მოაგვარებს წყვილების უმეტესობა. სამაგიეროდ, კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ აქამდე არსებული რომანტიკული ურთიერთობები უფრო ოფიციალურ ფორმატში გადავიყვანოთ . ამიტომ მათთვის, ვისაც აქამდე საკუთარ გადაწყვეტილებებში ეჭვი ეპარებოდა, შესაძლოა სავსებით ლოგიკურად და დროულად დადგეს მომენტი, როცა დაოჯახების გადაწყვეტილებას საბოლოოდ მიიღებს.

წონასწორობას, სიმშვიდესა და ჰარმონიას გისურვებთ! Cool Wink

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?