კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-10 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-10 მაისი

დაპირისპირებებით დაიწყოს. თუმცა, კომპრომისის და ურთიერთდანდობის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია ყველაზე მწვავე დებატებიც კი აბსოლუტურად უმტკივნეულოდ და ორივე მხარისთვის მისაღები შედეგებით დასრულდეს. ამიტომ დიპლომატია და ტაქტის გრძნობა ეს ის თვისებებია, რომელიც თქვენს ხასიათში კვირის დასაწყისიდავნე ჭიქა ყავასთან ერთად, როგორც აუცილებელი წამალი ისე უნდა მიიღოთ.

ამას თუ იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ ოთხ მაისს სავსემთვარეობასაც ველით - სიმშვიდე და ემოციების კონტროლი, გაასმაგებულად დაგვჭირდება. სავსე მთვარე მორიელის ზოდიაქოს დიასახლისი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციური არასტაბილურობა, გაღიზიანებადობა და ეჭვიანობის სცენები, უფრო სუსტი სქესის წარმომადგენლების მხრიდან იქნება მოსალოდნელი. მამაკაცებო! გაგებით მოეკიდეთ მეორე ნახევრების, საყვარელი ადამიანების ან უბრალოდ ქალი კოლეგების შარიანობას ამ დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია თქვენთვისვე დასრულდება სავალალო შედეგებით!

კვირის შუა პერიოდში თავი აარიდეთ მსხვილბიუჯეტიან ფინანსურ ქმედებებს. არ ღირს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა-გაქირავებაც. არც იურიდიული დავების წამოწყებაა ამ პერიოდში სასურველი.

ექვსი მაისიდან, კარგი პერიოდი დგება იმ ადამიანებისთვის ვისი პროფესიაც საზოგადოებასთან ურთიერთობას, ძალოვან სტრუქტურას ან პოლიტიკურ სარბიელს უკავშირდება.

კვრის ბოლოს პლანეტა ვენერა სენსიტიური და ემოციური კირჩხიბის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. ამიტომ სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში სიმძაფრე და სიღრმე მოიმატებს. ოჯახური კავშირები უფრო ემოციური და მყარი გახდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია ადგილი ასევე ჰქონდეს ეჭვიანობის დრამატულ სცენებს და მცირეხნიან გაბუტვებს.

კვირის ბოლოს პლანეტათა ნეგატიური ასპექტაციის გამო, განსაკუთრებულად მომძლავრდებიან და გააქტიურდებან სხვადასხვა ჯურის აფერისტები. შესაბამისად, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა გმართებთ ნებისმიერი ახალი ნაცნობობის ან ერთი შეხედვით სარფიანი წინადადების განხილვისას . სავსებით შესაძლებელია, რომ მოლოდინმა შედეგს აბსოლუტურად გადააჭარბოს - თუმცა ნეგატიური კუთხით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?