კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3 - 9 აგვისტო

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3 - 9 აგვისტო

ერთი კვირა გველის წინ. ყველაზე მეტად ეს პარტნიორულ და სასიყვარულო-ოჯახურ ურთიერთობებზე აისახება. პლანეტა ვენერას რეტროგრადულობის (უკანმავალობის) გამო, რომელიც მიმდინარე კვირაში საკმაოდ ბევრ ასპექტში ხვდება სხვადასხვა პლანეტასთან მოსალოდნელია, როგორც უკვე არსებულ ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა, მობეზრების ან პარტნიორით გაღიზიანების გრძნობა, ასევე ძველი სასიყვარულო კავშირების გააქტიურება და "ყოფილების" აწმყო დროში "რეანიმირების" მცდელობა. ასე რომ, თუკი თქვენს ცხოვრებაში ყოფილი ქმარი, ცოლი ან შეყვარებული გამოჩნდა, მოულოდნელად, გაითვალისწინეთ, რომ მასთან თქვენი ურთიერთობის განახლება აბსოლუტურად ახალი ფორმატით უნდა მოხდეს, რაშიც პირველ რიგში ძველი შეცდომების სწორად გააზრება დაგეხმარებათ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ ძველი სიყვარულის გამოჩენამ, უკვე არსებული ურთიერთობების არევა და სიმყარეზე გადამოწმებაც გამოიწვიოს. ასე რომ, როგორც იტყვიან, მეგობრებო, "მაგრად დადექით" და მეტი სიმშვიდით გადაიტანეთ ვენერას რეტრო-ფაზა, რომელსაც მიმდინარე კვირაში პლანეტა სატურნის ასპექტებიც "გაუმაგრებს" ზურგს...

სატურნზე ჩამოვარდა საუბარი და უნდა ითქვას, რომ აგვისტოს თვეში ეს დიდი "შეზღუდვებისა და ბორკილების" პლანეტა, კოსმიური მკაცრი მასწავლებელი საკმაოდ ბევრ ასპექტს გააკეთებს სხვა პლანეტებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვებს, აკრძალვებს, შეფერხებებსა და წარსულის შეცდომების სწორად გააზრების აუცილებლობას სხვადასხვა სფეროში უნდა ველოდოთ. მიმდინარე კვირაში კი სატურნი სასიყვარულო ურთიერთობებს და კარიერულ ამბიციებს "დაამუჯრუჭებს" ბევრთან, ისევ და ისევ იმ მოტივაციით, რომ ჩვენი ბეგრაუნდი გადავამოწმოთ.

6-7 აგვისტოს შუალედში მწვავედ დადგება საკითხი ზემდგომებსა და ხელქვეითებს შორის მოვალეობებისა და ძალაუფლების გადანაწილების კუთხით. სავსებით შესაძლებელია, შეიქმნას გარკვეული ზეწოლის პრეცედენტიც თანამდებობის პირების მხრიდან, საკუთარ ხელქვეითებზე. მაქსიმალური ყურადღება გაამახვილეთ ოფიციალურ დოკუმენტაციაზე მუშაობისას, ასევე დიდი ყურადღებით მოეკიდეთ ბიუროკრატიულ საკითხებს ზოგადად.

7 აგვისტოდან აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკური ქალწულის ზოდიაქოში გადადის. ეს მერკურისთვის საუკეთესო პოზიციაა - ფაქტობრივად "მისი სახლია", შესაბამისად, გაიზრდება ლოგიკური აზროვნების, კონსტრუქციული დიალოგის წარმოების უნარები ადამიანებში. კარგი პერიოდი დგება სამედიცინო, სამეცნიერო-კვლევით, საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის. მათი ცოდნა და გამოცდილება მეტად დაფასდება ამ პერიოდში.

უკვე კვირის ბოლოდან, პლანეტა მარსი მისთვის პასიურ ზოდიაქოს ნიშანს კირჩხიბს დატოვებს და მერკურის მსგავსად, "საკუთარ სახლში" მოხვდება ანუ მარსი ლომის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს აქტიური ქმედების უნარი და მოთხოვნილება, თუმცა ასევე მოიმატებს ამბიციები და აგრესიის გამოვლენის სურვილიც ბევრ ჩვენგანში, რაც აუცილებლად უნდა ვაკონტოლოთ. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პლანეტა სატურნი უახლოესი კვირის მანძილზე ბევრ პლანეტას მათ შორის მარსსაც კვალში უდგას, როგორც მუხრუჭი და შემზღუდველი. შესაბამისად, მიმდინარე კვირას ჩვენი ემოციები ადეკვატური, გაწონასწორებული და დაბალანსებული უნდა იყოს ჯანსაღ ამბიციურობასთან ერთად . მხოლოდ ასე შევძლებთ სასურველი მიზნების მიღწევას.

წინდახედულებას, სიმშვიდეს და ფორტუნას მხარდაჭერას გისურვებთ! Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?