კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-9 ნოემბერი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 3-9 ნოემბერი

ეს თვე სუსტი და უნებისყოფო ადამიანებისთვის ხშირად ხდება ხოლმე დრამატული და ნეგატიური. თუმცა მათ, ვისაც გონივრული რისკის უნარი გააჩნია მორიელი ტრანსფორმაციის საშუალებას აძლევს, რომ ცნობიერების გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზე მოახერხონ ასვლა.

მიმდინარე კვირა სავსემთვარეობით "დაგვასაჩუქრებს" – 6 ნოემბერს ემოციების ნეგატიურად გამოვლინებას, კონფლიქტებში ჩაბმას, გადამეტებულ ჭამა-სმას მოერიდეთ. 8 ნოემბრიდან აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა მერკური მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს ინტუიტიური ხედვის უნარი.

ამასთან ერთად, გააქტიურდება ინტრიგებისა და ჭორების ალბათობაც. უმართლებთ კრიმინალისტიკის, ფსიქოლოგიის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სახელოვნებო სფეროების წარმომადგენლებს. სანამ მერკური მორიელშია მათ დიდ ნაწილს გრძნობითი აღქმის უნარი გამძაფრებული ექნება, რაც საშუალებას მისცემს ამ ხალხს ნებისმიერი პრობლემიდან და ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი ინტუიციის დახმარებით იპოვნოს.

კვირის ბოლოდან მაქსიმალური ყურადღება გაამახვილეთ პირადი და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირების საკითხზე. დგება დრო, როცა შესაძლოა გაუგებრობებმა ამ მხრივ საკმოდ ნეგატიური შედეგები მოიტანოს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში. ამიტომ შეეცადეთ თავი აარიდოთ "საბნის თქვენ მხარეს ქაჩვას" და მასშტაბურად იაზროვნოთ ოჯახური თუ პირადი ურთიერთობების დასარეგულირებლად.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ კონკრეტულ პერიოდში მოერიდოთ მსხვილი ფინანსური ოპერაციების წარმოებას – განსაკუთრებით ეხება ეს უძრავი ქონების, მიწის ნაკვეთი შეძენას, რემონტის წამოწყებას და ა.შ.

სიმშვიდეს, სტაბილურობასა და იღბალს გისურვებთ! Wink Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?