შინაგან ხმას ენდოთ. ამიტომ მათ, ვინც გონიერებასთან ერთად, სულიერების დონესაც არ უჩივის მიმდინარე კვირის მანძილზე შესანიშნავი შანსები მიეცემა ნებისმიერი ტიპის ურთიერთობები დაარეგულიროს როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო ფრონტზე. ჩაუღრმავდით ოპონენტის ფსიქოლოგიას და მარტივად მიხვდებით მიზეზს იმისა, თუ რატომ იქცევა ესა თუ ის ადამიანი ასე.
საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ პრაქტიკულად იოცნებოთ, დაკავდეთ შემეცნებით და მოუსმინოთ საკუთარ თავს. გაიგოთ უახლოეს წარსულში განცდილი წარუმატებლობის მიზეზები და სამომავლოდ მათ გადასაჭრელად ეფექტური გზებიც მონახოთ. ოღონდ ფრთხილად, ფანატიზმმა არ დაგძლიოთ და საკუთარ თავზე იმაზე მეტის აღება არ მოისურვოთ ვიდრე რეალურად შესაძლებლობა გაქვთ.
ივლისის დასაწყისი შესანიშნავი პერიოდია სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. როგორც უკვე არსებული კავშირების "დასათბობად", ისე მტანჯველი და გაურკვეველი ურთიერთობების დასასრულებლად და სიახლეებისთვის საკუთარი ცხოვრების თვალსაწიერის დასათმობად. მერწმუნეთ, ივლისის თვე ამ მხრივ შესანიშნავ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ; ასე რომ, ნუ შეგაშინებთ ცვლილებები...
როგორც ამბობენ: "ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამს"...
ნათელ გონებას, გამჭრიახობასა და ჯანსაღად ოცნების უნარს გისურვებთ!