თქვენი მფარველი პლანეტა მარსი დისციპლინისა და წარმატების ფაზაში ინაცვლებს. 2019 წლის 6 თებერველს თავს ისე კარგად იგრძნობთ, როგორც არასდროს. ამ თარიღიდან მარტივად შეძლებთ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. თებერვლის დასაწყისში მარსი გაბედულობას შეგძენთ, გამოიმუშავებთ ორგანიზების უნარს. გახდებით უფრო ინოვაციურები. იყავით თავის მსაჯული, აუცილებლად დარწმუნდით საკუთარი ქმედებების სისწორეში, რათა წარმატებისკენ მიმავალი გზა არ დაიხშოთ.
თებერვლის დასაწყისში ტყუპმა საკუთარი რესურსი უნდა დააინვესტიროს. მიჰყევით თქვენს ღირებულებებსა და სურვილებს. პლანეტები პირად ურთიერთობებში უთანხმოებას გიწინასწარმეტყველებენ, ამის მიუხედავად, თავადვე გაკვირვებული დარჩებით როგორ ადვილად შეძლებთ სიმშვიდის შენარჩუნებას. მეგობრებისა და ოჯახის წევრების არნახულ მხარდაჭრეას იგრძნობთ. ასევე, შეხვდებით რამდენიმე საინტერესო ადამიანს. ისინი თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ 6 თებერვლის შემდეგ, მარსი მოგზაურობს თქვენს მეშვიდე სახლში ანუ ურთიერთობის არენაზე. ეს მოვლენა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ფიქსირდება. შესაძლებლობა გეძლევათ თავი კომფორტულად იგრძნოთ. კირჩხიბებისთვის ცხოვრების ნანატრი პერიოდი დგება და ისღა დარჩენიათ, სულ ცოტაოდენი მოთმინება გამოიჩინონ და უკან ჩამოიტოვონ წარსული.
იმ კირჩხიბებს, რომლებსაც გვერდს საყვარელი ადამიანი უმშვენებს 2019 წლის თებერვლის დასაწყისში პლანეტები ყველაზე ბედნიერ პერიოდს ჰპირდებიან,მთავარია გვერდით ისეთი პარტნიორის ყოლა,რომელიც მათ აფრთიანებს და დაცულად აგრძნობინებს თავს. ისინი კი ვინც ეულად არიან, აუცილებლად შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათი მეგობარი გახდება. თებერვლის დასაწყისში მტრულად განწყობილ კოლეგებთან ურთიერთობა გაგიუმჯობესდებათ. შესაძლოა პრემიაც მიიღოთ ხარისხიანი სამუშაოსთვის. ასევე, მთავარი ფიგურა გახდებით გაყიდვების სფეროში.
ვენერა, სიყვარულისა და ფუფუნების პლანეტა, თქვენს მე-7 სახლშია, ის გეხმარებათ ჩამოაყალიბოთ საუკეთესო სასიყვარულო ურთიერთობა. ისღა დაგრჩენიათ, თავადაც იზრუნოთ ახალი კავშირის დამყარებაზე. ლომების ნაწილი ჩაუღრმავდება საკუთარ თავსა და შეიცვლის შეხედულებებს. იყავით უშუალო, ეს კომუნიკაციის უნარს გაგიუმჯობესებთ. თებერვლის პირველი კვირა საუკეთესო პერიოდია მიზნის მისაღწევად.
ფინანსური კეთილდღეობის პერიოდი დგება, თუ ფულზე ფიქრს დიდ დროს დაუთმობთ, თავად გახდებით ფინანსური მმართველები. თებერვლის პირველ კვირაში ბიზნესის წამოიწყება წარმატების საწინდარი გახდება. კონსულტაცია გაიარეთ კომპეტენტურ ადამიანებთან. პარტნიორი უყურადღებოდ არ დატოვოთ. შესაძლოა ურთიერთობის იუბილე გიახლოვდებათ და თარიღი არ დაგავიწყდეთ. მხოლოდ საჩუქრებს არ შეუძლია სიყვარულის გამომჟღავნება, სითბოც გამოხატეთ საყვარელ ადამიანთან.
თებერვლის დასაწყისში შანსი გეძლევათ გამოავლინოთ ბრძოლისუნარიანობა. თუ არ იზარმაცებთ, თებერვლის დასაწყისში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა მოგეცემათ. შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. კარგი იქნება, თუ მოერიდებით არეულ სიტუაციებს, დარჩით მსვიდ გარემოში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, კარგი იქნება თუ 6 საათის შემდეგ უარს იტყვით საჭმელზე.
თევზები თებერვლის პირველ კვირას ფუსფუსში გაატარებენ. დაკავდით სახლის საქმეებით. ამ პერიოდში თავად მოგიწევთ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. მარტოხელები თავიანთი ცხოვრების მეგზურებს შეხვდებიან მოგზაურობისას. დიახ, ეს იქნება სერიოზული, საიმედო კავშირი. თუ წონაში მოიმატეთ, არც იფიქროთ დიეტაზე. დილემის წინაშე აღმოჩნდით? რჩევას ნუ მიიღებთ მეგობრებისგან. უმჯობესია, მიმრთოთ დიეტოლოგს, რომელიც შეგირჩევთ კვების სწორ რაციონს.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ