ამ ეტაპზე პლანეტების განლაგება ერთობ არასახარბიელოა განსაკუთრებით კონფლიქტების მოგვარება-დარეგულირების კუთხით, რის ხარჯზეც აუცილებელია მეტ სიმშვიდეს, დიპლომატიურობასა და წინდახედულებას მოვუხმოთ სანამ ნებისმიერი ტიპის პოლემიკაში ჩაბმის უფლებას მივცემდეთ თავს. სამაგიეროდ, თუკი თქვნი პროფესიული საქმიანობის სფერო შემოქმედებით ან სარეკლამო არეალს მოიცავს, მინდა გითხრათ, რომ ეს პერიოდი შესანიშნავად შეგიძლიათ გამოიყენოთ მასშტაბური, მსხვილბიუჯეტიანი პროექტების დასაწყებად.
განსაკუთრებით წარმატებული ამ მხრივ 5-7 აგვისტოს პერიოდი იქნება. შესაბამისად, თამამად შემოიკრიბეთ გარშემო თანამოაზრეები და შეუდექით შორსმიმავალი გეგმების დასახვას. მთლად უკეთესი, თუ ეს გეგმები უცხოეთში გადაადგილებას ან ზოგადად, უცხოელებთან კავშირებზე იქნება დაფუძნებული.
მიმდინარე პერიოდში მომატებულია ადამიანებში მენტალური კუთხით თავის წარმოჩენის, ინტელექტუალურ სფეროში ლიდერობის მოთხოვნილება. ამიტომ კარგად გააკონტროლეთ საკუთარი ქმედებები ამ მხრივ და მხოლოდ მაშინ "იხმაურეთ" თუკი მთელი ასი პროცენტით ბრძანდებით დარწმუნებული თქვენი ერუდიციის დონის სიძლიერეში.
ოდნავ მოგვიანებით ამგვარ ტენდენციას გაცილებით უფრო რეალისტური ხედვის მოთხოვნილება და სიტუაციის ანალიზის უნარი ჩაანაცვლებს, თუმცა 15 აგვისტომდე ჯერ დიდი დროა. შესაბამისად, ამბიციები აკონტროლეთ და სასურველი რეალობაში ნუ აგერევათ, თუკი გსურთ, რომ ცხარე კამათსა და კონფლიქტებს თავი ოსტატურად აარიდოთ.