რომ დამდეგი კვირა აქტიური, ქმედითი, მოვლენებით სავსე იქნება. მარსისა და ურანის დადებითი ასპექტაციის გამო, რომელიც კვირის დასაწყისში ცაზე დაფიქსირდება ადამიანები, მოვლენები, სიტუაციები ე.წ. "აჩქარებულ ტემპს" დაექვემდებარებიან. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, თუ უკვე ორშაბათს აუარება საქმის გაკეთებას მოასწრებს ბევრი ჩვენგანი და ამას იქით კიდევ დარჩება ენერგია, საღამოს პროდუქტიულად და მხიარულად გასატარებლად. ერთადერთი ნეგატივი, რაც ამ ასპექტს ახლავს თავს ავტოსაგზაო შემთხვევების მომატებული რისკია, რის შესახებაც აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, მეგობრებო. ასე რომ, საჭესთან ფრთხილად!
7 დეკემბერს პლანეტა ვენერა ადგილს იცვლის და მოზომილი, გაწონასწორებული თხის რქის ზოდიაქოდან მეგობრულ, კრეატიულ, ცოტა ექსცენტრიკულ და არაპროგნოზირებად მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოიმატებს მეგობრობით დაწყებული რომანების ალბათობა. შესაძლებელია ზუსტად მიმდინარე კვირაში აღმოაჩინოს ბევრმა, რომ ადამიანი, რომელთანაც აქამდე უბრალოდ მეგობრული კომუნიკაცია აკავშირებდა, მისთვის მეგობარზე ბევრად ძვირფასი და მნიშვნელოვანი ყოფილა რეალურად. ეს კარგი დროა ჯგუფური პროექტების წამოსაწყებად. განსაკუთრებით თუ საქმე სახელოვნებო სფეროებს, შოუბიზნესს ან ინტერნეტ-კომუნიკაციას ეხება. ვენერა მერწყულში აძლიერებს მეგობრულ კავშირებს. ამიტომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე მეგობრებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად მუშაობა, მოგზაურობა თუ გართობა არაერთ ბედნიერ წუთს მოგანიჭებთ.
9 დეკემბერს მარსისა და შავი მთვარის კვადრატი საკმაოდ რთულ სიტუაციებს შექმნის. ეს შეიძლება გამოიხატოს ფინანსურ პრობლემებში, ასევე დაპირისპირებებში სამართალდამცავებთან ან მაღალჩინოსნებთან. შესაძლებელია წარმოიქმნას შეფერხებები გადასახადებისა და საფინანსო დოკუმენტაციების მხრივაც. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ზემოჩამოთვლილ თემებში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ აკონტროლოთ სიფიცხე და აგრესია, რაც აუცილებლად იჩენს თავს დღის მანძილზე. თუმცა ზემოხსენებულ ასპექტს მზისა და იუპიტერის ასპექტი აუცილებლად დააბალანსებს გარკვეულწილად, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოოდ მეგობრული მიდგომა, გულწრფელობა და ადამიანურობა გაიმარჯვებს კონფლიქტურ სიტუაციებში.
კვირის ბოლოს გაძლიერდება ინტრიგების, კორპორატიული მანიპულაციებისა და თანამშრომლებს შორის დაპირისპირებების ალბათობა. მაქსიმალური გულწრფელობა გამოიჩინეთ ზემდგომებთან კომუნიკაციის პროცესში, შეეცადეთ არ დაფაროთ ინფორმაცია თუნდაც ეს ინფორმაცია ნეგატიური სახის იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგები ერთობ სავალალო იქნება.
კვირის ბოლოს ადამიანებში შემართება, პრინციპულობა და ნებისყოფის კოეფიციენტი საგრძნობლად მოიმატებს. ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმის დასრულება შეძლოთ წარმატებით. გარდა ამისა, შესაძლოა ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რთულ ვალდებულებას გაართვათ თავი ყოჩაღად. ისე, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარი თავით ერთობ კმაყოფილიც კი აღმოჩნდეთ.