კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  5-11 მარტი

რომ შესაფერისი პერიოდია საიმისოდ, რომ ადამიანები საკუთარ თავს ჩაუღრმავდნენ, გამოიკვლიონ საკუთარი სულის სიღრმეები. მაგრამ ზუსტად კვირის დასაწყისში პლანეტა მერკური დატოვებს თევზების ზოდიაქოს და ყველაზე აქტიური, სიცოცხლისუნარიანი და ლიდერული ვერძის ზოდიაქოს ნიშანში "გადაბარგდება". რაც იმას ნიშნავს, რომ დგება დრო გავზარდოთ აქტიურობა. მოიმატებს ახალი იდეების, ახალი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი, ადამიანებში გააქტიურდება შემტევობა და ბრძოლისუნარიანობა. მერკურის გადასვლა ვერძის ნიშანში ასევე გაზრდის კონფლიქტებისა და ხმაურიანი პოლემიკის ალბათობას ურთიერთობაში. შესაბამისად, ეცადეთ აკონტროლოთ ტონი ნებისმიერი კომუნიკაციისას.

მერკურის პარალელურად ვერძის ზოდიაქოს ნიშანს არც მეტი არც ნაკლები - პლანეტა ვენერაც ესტუმრება. რის ხარჯზეც პირად და სასიყვარულო ურთიერთობებშიც საკმაოდ დიდი და ინტენსიური ცეცხლი დაინთება. მოიმატებს იმპულსურობა და არ არის გამორიცხული ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, პარტნიორულმა ურთიერთობებმა მოულოდნელი ესკალაცია განიცადოს. ვენერას ტრანზიტი ვერძის ნიშანში აუცილებლად მოიტანს ურთიერთობებში მეტი ვნებიანობის, დრამატიზმის და "ექშენის" მოთხოვნილებას. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვერძი აგრესიული ნიშანია და არ არის გამორიცხული პარტნიორულ კავშირებშიც გამძაფრდეს უხეშობის მოთხოვნილება. რაც რაღა თქმა, უნდა დიდწილად დააზარალებს ამ ურთიერთობებს.

9 მარტს პლანეტა იუპიტერი რეტროგრადული ხდება - რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული არცთუ სახარბიელო პერიოდია სწავლა-განათლებისთვის, უცხოეთში მოგზაურობისა და უცხოელებთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. სამაგიეროდ, კარგია, თუკი ზემოჩამოთვლილი პროცესები წარსულში შეაჩერეთ და ახლა იზრუნებთ მათ გასააქტიურებლად. დაუბრუნდით მიტოვებულ სწავლის პროცესს, დაგეგმეთ გადადებული მოგზაურობა, თავი შეახსენეთ უცხოელ პარტნიორებს და ა.შ.

11 მარტს მერკურისა და სატურნის ნეგატიური ასპექტი ფიქსირდება ცაზე. რის ხარჯზეც მატულობს ზემდგომებთან კონფლიქტის ალბათობა. ოჯახის ასაკოვან წევრებთან ურთიერთობებიც გართულდება. სასურველია, ამ დღეს მეტი პატივისცემით მოეკიდოთ ზოგადად ასაკითა და თანამდებობით უფროს ადამიანებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?