კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11 თებერვალი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 5-11 თებერვალი

სწრაფად ჩქეფას. ვერ გეტყვით სხვა წლის, სხვა თებერვალში როგორ, მაგრამ ამ წლის თებერვალი რომ ნამდვილად ასე იქნება და დამდეგი თვე ნამდვილად არ გამოგვივა მოწყენილი ყოფნა ემოციური კუთხით, მით უმეტეს კი ეს კვირა - ამის გარანტიას ნამდვილად გაძლევთ.

ზუსტად ორშაბათს უწევს ვენერასა და იუპიტერის კვადრატი. რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მოიმტებს უსაფუძვლო და უმისამართო დანახარჯებისკენ მიდრეკილება. ასეთ დღეებში წარმოუდგენლად რთულია საკუთარ თავს უარი უთხრათ გემრიელს საკვებსა და ტკბილეულზე. შესაძლებელია უკანასკნელი ფული გაატანოთ ქარს "შოპინგისას". სასურველია, ასევე მოზომოთ საკუთარი მოთხოვნები პარტნიორების მისამართით. როგორც წესი, მსგავსი ტრანზიტი ხელს უწყობს მეუღლეებს შორის უთანხმოების წარმოშობას, ძირითადად ფინანსურ ნიადაგზე.

სიტუაციას აუცილებლად განმუხტავს მომდევნო დღეებში ცაზე წარმოქმნილი ვენერასა და ურანის დადებითი ასპექტი. რის ხარჯზეც ზემოხსენებულ პარტნიორულ ურთიერთობებში გაჩნდება მეტი ურთიერთგაგება და ერთმანეთის თავისუფლების პატივისცემის უნარი. ეს კარგი დროა ასევე მარტოხელა ადამიანებისთვის მოულოდნელი და მსუბუქი რომანების წამოსაწყებად. მეგობრული პაემანის დასაგეგმად. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ვენერა ამ ეტაპზე მერწყულის ნიშანშია განლაგებული და ეს ხელს უწყობს ნებისმიერი ისეთი ურთიერთობის წამოწყებას, რომელიც მეგობრობას, საერთო ინტერესებსა და ერთობლივ მიზნებს ეფუძნება.

უკვე ათი თებერვლიდან კი ვენერა ზოდიაქოს ნიშანს შეიცვლის და სენსიტიური, ემოციურად ღრმა და ინტუიციური თევზების ნიშანში დაიდებს ბინას. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში მეგობრობით დაწყებულ ურთიერთობებს სამომავლოდ ღრმა და ინტენსიურ გრძნობებში გადაზრდის დიდი შანსი ექნება.

თუმცა ზემოხსენებულ ტენდენციებთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯერ კიდევ ე.წ. "დაბნელების კორიდორში" ვიმყოფებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კვირაში დაფიქსირებულ მზისა და იუპიტერის კვადრატსაც დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ. სასურველია, დიდი დიპლომატიურობით დაიგეგმოს ყველა ტიპის მოლაპარაკებები, იურიდიული პროცედურები, მივლინებები და ურთიერთობები უცხოელებთან. არ არის გამორიცხული ზუსტად ამ კვირის მანძილზე აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც გარემოებათა არასახარბიელო თანმიმდევრობის გამო ძალიან გაგიჭირდებათ. რაც თავის მხრივ ნეგატიურად შეიძლება აისახოს თქვენს რეპუტაციაზე.

გისურვებთ სიმშვიდეს და პროფესიულად წარმატებულ კვირას!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?