მაგრამ ეს ორშაბათი განსაკუთრებულია - იმიტომ რომ, ზუსტად ამ დღეს ემთხვევა იშვიათი ასტროლოგიური მოვლენა - მთვარის დაბნელება. დაბნელების დროს სამყარო განსაკუთრებულ ენერგოველში ექცევა, რომელიც ძალზე დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ფსიქიკასა და ბედზე.
ამიტომ ამ ორშაბათს, ისე როგორც არასდროს მოგეთხოვებათ სიმშვიდე, დიპლომატია, ლოიალურობა, წინდახედულება და კომპრომისის უნარი. დაბნელება მერწყულის ზოდიაქოშია, რაც თავის მხრივ ააქტიურებს კოლექტივთან, ჯგუფთან, მეგობრებთან დაკავშირებულ საკითხებს. მერწყული თავისუფლების სიმბოლოა. შესაბამისად, დიდი სიფრთხილით მოეკიდეთ როგორც საკუთარ, ისე სხვათა ეთიკურ-მორალურ საზღვრებს. გახსოვდეთ, რომ თქვენი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. პატივი ეცით სხვათა შეხედულებებს და აზრებს, ნუ შეუზღუდავთ ნურავის აზრისა და სიტყვის გამოთქმის უფლებას. აქტიურად იოცნებეთ და დაგეგმეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხოვრებაში. იყავით ტოლერანტული და მეგობრული.
დაბნელების ენერგეტიკა რამდენიმე დღის მანძილზე შენარჩუნდება. ამიტომ კვირის მანძილზე, განსაკუთრებით კი მის პირველ ნახევარში არ არის სასურველი დიდ მანძილზე მგზავრობა, თვითმფრინავით მოგზაურობა, სიფრთხილე გამოიჩინეთ საჭესთან.
გამომდინარე იქიდან, რომ დაბნელების პარალელურად კვირის მანძილზე პლანეტების რამდენიმე ჰარმონიული ასპექტიც დაფიქსირდება შეიძლება ითქვას, საკმაოდ ნაყოფიერია ეს კვირა პირადი და პარტნიორული კავშირების დასარეგულირებლად. ახალი ნაცნობობის, ფლირტის გასაბმელად. თუმცა აუცილებელია ერიდოთ ტყუილსა და ილუზიებს. ნუ შეიტანთ ქაოსს ურთიერთობაში და მაქსიმალური გულწრფელობა გამოიჩინეთ საყვარელ ადამიანთან კომუნიკაციისას.
13 აგვისტოს თითქმის მთელი თვის მანძილზე - უფრო ზუსტად კი 6 სექტემბრამდე, პლანეტა მერკური რეტროგრადული ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაბნელების კვალდაკვალ იწყება საკმაოდ რთული პერიოდი პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების კუთხით. რეტროგრადული მერკურის პერიოდში ადამიანებს ძალიან უჭირთ ერთმანეთის გაგება. შესაბამისად, რთულდება კომუნიკაცია ყველა დონეზე. ჯანჯლდება ხელშეკრულებების და მნიშვნელოვანი შეთანხმებების დადების პროცესი. ფუჭდება ტექნიკა, რთულდება მოლაპარაკებები. თუმცა, შესაძლოა წარსულში წამოწყებული და რაღაც მიზეზით დაკონსერვებული საქმეების "გაცოცხლების" პერსპექტივაც გაჩნდეს. მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში არ გირჩევთ სამსახურის შეცვლას, მსხვილ შენაძენებს, ახლო წრის ნათესავებთან და დაძმებთან კონფლიქტს, სწავლის დაწყებას. აჯობებს წარსულში დაწყებული საქმეების დასრულებას მიჰყოთ ხელი და დიდი "რევიზია" ჩაატაროთ საკუთარ ცნობიერში. რათა სამომავლოდ გაცილებით უფრო მასშტაბური გეგმები დასახოთ და მერკურის დირექტიულ ფაზაში დაბრუნების შემდეგ მიჰყოთ ხელი მათ განხორციელებას.