კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7 – 13 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7 – 13 ივლისი

ეს შესაძლოა იყოს როგორც უკვე არსებული, ისე პოტენციური ოჯახური წყვილების ურთიერთობის საკითხი. ამიტომ დაწყებული საყოფაცხოვრებო წვრილმანებით, დასრულებული საცხოვრებლის ცვლით და რემონტით, ყველგან შეიძლება ხმაურიანი კამათის წამოწყება.

ამ მხრივ ემოციები პიკს თორმეტი ივლისისთვის მიაღწევს. მოგეხსენებათ, სავსემთვარეობისას ადამიანების ფსიქიკა დამდნარ რეზინასავით იწელება, შესაბამისად, იყავით დელიკატურები და მეტი ლოიალურობით მოეკიდეთ ახლობელი ადამიანების მიერ გამოთქმულ აზრებსა და შეხედულებებს. რაც მთავარია, ნურავის აჰყვებით კამათში!

ცოტაც მოითმინეთ... ცამეტი ივლისიდან მერკური, ანცი ტყუპის ზოდიაქოს დატოვებს, ოჯახის მოყვარული, ინტუიტიური კირჩხიბის ზოდიაქოს მიაშურებს და გაცილებით გაადვილდება საყვარელ ადამიანებთან კომპრომისის გამონახვის შანსები. ამ პერიოდში არაერთი სასიყვარულო ურთიერთობა დაგვირგვინდება ასევე უფრო სერიოზულ ეტაპზე ასვლის პრეცენდენტით ან სულაც ოჯახის შექმნის ფაქტით.

ხოლო უკვე კვირის ბოლოს, ფორტუნა განსაკუთრებული ინტენსივობით უღიმის სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს. მათ კი ვინც მიმდინარე თვის მანძილზე ვერა და ვერ ახერხებდა საქმიან ან იურიდიულ ურთიერთობებში კონსესუსის მიღწევას, სწორედ ცამეტი-თოთხმეტი ივლისიდან მიეცემა შანსი დღის წესრიგში არსებული პრობლემა სათავისოდ დაარეგულიროს.

სიყვარულს გისურვებთ, სხვა ყველაფერი თავისით მოვა Innocent

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?