კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7-13 მაისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 7-13 მაისი

ერთობ აქტუალური იქნება. იმიტომ რომ აზროვნება-კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პლანეტა მერკური - აგრესიულ პლანეტა პლუტონთან აკეთებს დაძაბულ ასპექტებს. რის ხარჯზეც ადამიანებში განსაკუთრებით მოიმატებს ენამწარეობის მოთხოვნილება. შესაბამისად, ორშაბათი ტრადიციულად ”მძიმე დღედ” რომ არ გექცეთ, აუცილებელია, აკონტროლოთ სიტყვები, მეტი ლოიალურობა გამოიჩინოთ თანამოსაუბრის მიმართ და რაც მთავარია, არ შეეხოთ ოპონენტების ”სუსტ წერტილებს”. ამ ორშაბათის სიმძიმე კომუნიკაციის გარდა პირად ურთიერთობებზეც აისახება. შესაბამისად, სასურველია, თუკი ყველანაირი სახის ტყუილსა და ილუზიებს მოერიდებით პარტნიორულ კავშირებში. მაქსიმალური გულწრფელობა და გახსნილობა საყვარელ ადამიანთან კი იმის საშუალებას მოგცემთ, რომ აქამდე დაგროვილი წყენები და პრობლემები სამუდამოდ გაატანოთ დავიწყების ქარს.

9 მაისს მზე და იუპიტერი ოპოზიციას ქმნიან, რის ხარჯზეც ნებისმიერ ჩვენგანში იზრდება ამაო გეგმების დასახვის მოთხოვნილება. აკონტროლეთ სიტყვები, საკუთარ თავზე ნუ აიღებთ ისეთ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც მომავალში საეჭვო პერსპექტივად გესახებათ, თორემ დიდი ალბათობით ამ ფუჭ ტრაბახს თქვენივე რეპუტაცია შეეწირება.

11 მაისს მზისა და პლუტონის ასპექტის გამო შესაძლებელია გაცილებით იოლად მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. დაარეგულიროთ ზემდგომებთან ურთიერთობა და ნებისყოფის ხარჯზე მკვდარი წერტილიდან დაძრათ აქამდე ”დაკონსერვებული” პროექტები.

12 მაისს კვირის დასაწყისში არსებული კონფლიქტურობის კოეფიციენტი მარსი-მერკურის დაძაბული ასპექტით გაგრძელდება. ამიტომ ამ კვირაში ისე როგორც არასდროს, უნდა აკონტროლოთ იმპულსურობა, არ ჩაერთოთ დაპირისპირებებში, სიფრთხილე გამოიჩინოთ საჭესთან და ახლო წრის ადამიანებთან ურთიერთობაში.

13 მაისს დღე მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. ყველა სფეროში ელოდეთ მოვლენების დაუგეგმავ განვითარებას. არ არის გამორიცხული ზოგიერთი თქვენგანი გენიალურმა იდეებმაც შეაწუხოს, რაც აუცილებელია ფურცელზე მაინც დააფიქსიროთ, თუკი მაშინვე არ შეუდგებით მათ განხორციელებაზე ზრუნვას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?