კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9-15 ივლისი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9-15 ივლისი

და წლის მანძილზე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირისთვის ვემზადებით. იმიტომ რომ, ზუსტად ამ კვირაში იწყება წლის რიგით მეორე "დაბნელებების დერეფანი". დიახ, ზუსტად ამ კვირაში ველით მზის დაბნელებას კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში და მართალია, ეს მოვლენა კვირის ბოლოს მოხდება, მაგრამ მისი ენერგეტიკული გავლენა შეგვიძლია უკვე კვირის დასაწყისიდანვე ვიგრძნოთ. ადამიანებში მოიმატებს ემოციურობა, გარკვეული აგრესიულობა, გამძაფრდება მიდრეკილება არაადეკვატური და იმპულსური ქცევებისკენ. ამიტომ მიმდინარე კვირაში ისე, როგორც არასდროს საჭიროა ვაკონრტოლოთ ემოციები და ვიყოთ წინდახედულები. ნუ დაგვავიწყდება, რომ დაბნელებებს ყოველთვის ახლავს თან ფატალურობის გარკვეული ეფექტი და ყველა ის მოვლენა, რომელსაც ჩვენ ამ პერიოდში მივცემთ დასაბამს, მომავალში საოცარ რეზონანსულ შედეგებს მოგვიტანს.

ორშაბათი მერკური-იუპიტერის ნეგატიური ასპექტით იქნება გამორჩეული. ამიტომ ყველაზე მთავარი, რაც ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ ზედმეტი ვალდებულებების აღების ცდუნებისგან დაიცვათ თავი. სამაგიეროდ, უკვე 10 ივლისს პლანეტა იუპიტერი დირექტიული ხდება და ვენერაც რაციონალურ ქალწულის ნიშანში გადაინაცვლებს, რის ხაჯზეც გარკვეულწილად გაადვილდება მოლაპარაკებები უცხოელებთან, გაუმჯობესდება კომუნიკაციის დონე ისეთ სფეროებში, სადაც იურიდიული საკითხების მოგვარებაა აუცილებელი. თუმცა, მაინც ნუ დაგვავიწყდება, რომ მიმდინარე პერიოდში ძალიან ბევრი პლანეტა რჩება რეტროგრადულ ფაზაში, რაც ჩვეულებრივი მოკვდავების ენაზე ითარგმნება როგორც პერიოდი, რომელიც ხასიათდება შეფერხებებით სხვადასხვა სფეროში.

12 ივლისს დაბნელებას წინ უძღვის მზისა და პლუტონის დაპირისპირება, რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში წამოჭრის ძალაუფლების სწორად გამოყენების თემატიკას. სასურველია, ამ პერიოდში გახსოვდეთ, რომ ძლიერი არ არის ყოველთვის მართალი და კომპრომისის ჯადოსნურ ძალას ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ჩახლართული კონფლიქტის გადაჭრა შეუძლია მშვიდობიანად.

13 ივლისს მზის დაბნელებაა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში წინ წამოიწევს ყველა ის თემა, რომელიც ოჯახს, ოჯახის წერვებთან ურთიერთობასა და პირადი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ურთიერთობები ახლო წრის ადამიანებთან, დედ-მამასთან ან ოჯახის სხვა წერვებთან? რა გაკლიათ საიმისოდ, რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ? უფრო მეტი სითბოსა და ზრუნვის გამოხატვა ასწავლეთ საკუთარ თავს. წინ წამოსწიეთ კირჩხიბის საუკეთესო და დადებითი თვისებები, როგორიცაა გარშემო მყოფებზე ზრუნვის მოთხოვნილება, ემოციების გულწრფელად გამოხატვის ნიჭი და მერწმუნეთ, დაბნელების ენერგეტიკა თქვენზე დადებითად აისახება მხოლოდ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?