რომ წინ საკმაოდ პოზიტიური და მრავალმხრივ საინტერესო კვირა გველის. პირველ რიგში პოზიტიური ფაქტორი, რომლითაც კვირა დაიწყება ვენერა-იუპიტერის დადებით ასპექტს უკავშირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში დადებითად გადაწყდება ფინანსური ტიპის საკითხები. გარდა ამისა, ეს კარგი პერიოდია მოკლევადიანი მოგზაურობის, მივლინებისა და უცხოელებთან საქმიანი მოლაპარაკებების დასაგეგმად.
9 მაისიდან პლანეტა იუპიტერი ყველა სიკეთესთან ერთად რეტროგრადული მოძრაობიდანაც გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ კარგი პერიოდი იწყება ფართომასშტაბიანი პროექტებისა და მოლაპარაკებების დასაწყებად. განსაკუთრებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
კვირის შუა პერიოდში მზე-მერკურის და მზე-პლუტონის ასპექტაციის გამო გააქტიურდება კორპორატიული დაპირისპირებების ალბათობა. ამ პერიოდში ადვილი იქნება სიტყვაში აჯობოთ ოპონენტებს. თუმცა, თუკი ტონს და გამოთქმებს ბოლომდე არ გააკონტროლებთ და დიპლომატიას ნაკლებად გამოიყენებთ, შესაძლებელია თითქმის მოგებული "რაუნდი" წაგებით დაასრულოთ თქვენდა მოულოდნელად. ამიტომ 13-14 მაისის პერიოდში ნებისმიერი საქმიანი მოლაპარაკებისას გამჭრიახობასთან ერთად მოქნილობაც და ზრდილობა-ეტიკეტის ნორმებიც აქტიურად გამოიყენეთ. ეს ის პერიოდია ასევე, როცა მწვავდება ურთიერთობა დედმამიშვილებთან, ახლო ნათესავებთან და მეზობელ-მოკეთეებთან. სასურველია, თუკი ამ პერიოდში ნაკლებად ჩაერთვებით კონფლიქტურ სიტუაციაში ზემოჩამოთვლილ ადამიანებთან.
კვირის მეორე ნახევარში ვენერასა და მერკურის დადებითი ასპექტაციის გამო მატულობს რომანტიკული ნაცნობობის შანსი, განსაკუთრებით მოგზაურობასა და მოკლე მანძილზე გადაადგილების პერიოდში. შესაძლებელია ასევე, რომ "ყოფილებთან" გადაიკვეთოს თქვენი გზები, ასევე მგზავრობისას ან სულაც ტრანსპორტში. შესაძლებელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა ინტერნეტით ან კომუნიკაციის სხვა გზით გააჩაღოთ, ასევე მოსალოდნელია, რომ ყოფილ პარტნიორებს გულახდილობის სურვილი მოეძალოთ თქვენთან მიმართებაში. თუმცა, სასურველია, არ განაახლოთ კავშირები "წარსულის ადამიანებთან" და სიტუაციას ობიექტური თვალით შეხედოთ.
კვირის მიწურულს ვენერა ასპექტს გააკეთებს პლუტონთან, რაც პარტნიორულ ურთიერთობებში სიტუაციის კონტროლის სურვილს და ეჭვიანობის სცენებს გააძლიერებს. ეს ის პერიოდია, როცა მატულობს ზოგადად სექსუალური აქტივობა, ადამიანებს უჩნდებათ სექსუალური თავგდასავლების წყურვილი. ამაში ცუდი არაფერია თავისთავად, თუმცა სასურველია, რომ თქვენი ქმედებები მაქსიმალურად აკონტროლოთ და ეჭვიანობას არ მისცეთ უფლება გაგიფუჭოთ უკვე არსებულ პარტნიორთან ურთიერთობები.
დაოჯახებულ წყვილებს შორის და ზოგადად ამ პერიოდში გააქტიურდება საერთო ფინანსების, ვალების, კრედიტებისა და ალიმენტების თემა. ამ პერიოდში მოსალდონელია ფინანსური სარგებლის მიღება დიდი ხნის წინ "დაკონსერვებული" საქმიანობიდან ან უკვე არსებული ბიზნესსაქმიანობის ახლებურ რელსებზე გადაწყობა.