კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 9 -15 მარტი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი  9 -15 მარტი

ერთნაირად დატვირთული და არცთუ მარტივი გველის. კვირის დასაწყისში საკმაოდ კარგი პერიოდია ამბიციური და შორსმიმავალი გეგმების ან პროექტების დასაგეგმად. ეს კვირა განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება მათთვის, ვისი საქმიანობაც დიდ სოციუმთან და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან მუდმივ ურთიერთობას ითვალისწინებს (ფსიქოლოგები, სოციოლოგები, პოლიტიკოსები).

9-10 მარტის შუალედში სასურველია მაქსიმალურად დაკავდეთ უცხოეთთან ან ქვეყნის გარეთ გადაადგილების თემასთან დაკავშირებული საკითხებით . ამ პერიოდში კარგია ვიზის ან პასპორტის აღებაც. იმიტომ რომ უშუალოდ ამ ქმედებასთან დაკავშირებული გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურები, რომელიც ხშირად დროში იწელება, შესაძლებელია მიმდინარე ორი დღის მანძილზე გაცილებით მარტივად და უმტკივნეულოდ დარეგულირდეს. არანაკლებ მომგებიანია ეს დრო სპორტსმენებისა და მასწავლებლებისთვის . სასურველია სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსის ან ტრენინგების დაწყებაც.

კვირის შუალედი - კერძოდ 11-13 მარტის მონაკვეთი, საკმაოდ დატვირთული იქნება ემოციურად. ამ პერიოდში მოიმატებს კონფლიქტურობა, აგრესიის დონე საზოგადოებაში. შესაბამისად, სასურველია, ზემოთ ხსენებულ დღეებში მაქსიმალური წინდახედულება, სიმშვიდე და გონიერება გამოიჩინოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კონფლიქტების ძალისმიერი მეთოდებით გადაჭრას შეეხება. აგრესია ნებისმიერი ფორმით, ამ დღეებში გაუთვალისწინებელ შედეგამდე და ფატალურ მოვლენებამდე მიგიყვათ. არანაკლებ მნიშვნელოვანია მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ ავტომობილით გადაადგილებისას, კვირის შუა პერიოდი აგრესიული ფონის მატებასთან ერთად, ავტო-საგზაო შემთხვევების სიმრავლითაც შეიძლება იყოს გამორჩეული . გარდა ამისა, სასურველია დაიცვათ უსაფრთხოების ნორმები თუკი თქვენი სამუშაო მანქანა-დანადგარებთან უშუალო კავშირს ან ელექტრო მოწყობილობებთან შეხებას ითვალისწინებს.

კვირის ბოლოსკენ სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება, რაც ძირითადად პლანეტა მერკურის (აზროვნება, კომუნიკაციის დონე) თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლის დამსახურება იქნება. ადამიანებს შორის მერკურის ტრანზიტის გავლენით, უფრო მოიმატებს თანაგრძნობისა და ინტუიციურად გაგების უნარი. ეს პერიოდი კარგია სახელოვნებო სფეროებში მოღვაწე ადამიანებისთვის - განსაკუთრებით მათთვის, ვისი საქმიანობაც მწერლობას, თეატრალურ სფეროს, ფოტოგრაფიას, მოდას ან დიზაინს უკავშირდება. კარგია თუკი სწორედ კვირის ბოლოდან დაიწყებთ საკუთარ თავთან მუშაობას, დაკვდებით ფსიქოლოგიური ლიტერატურის კითხვით ან მედიტაციით, ლოცვით. იმიტომ რომ კვირის ბოლოდან უკვე უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე იწყება მნიშვნელოვანი პლანეტარული მოვლენა - სატურნის რეტრო ფაზაში მოძაობა, რომელიც აუცილებლად მოიტანს ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში დაშვებული შეცდომების გააზრების აუცილებლობას. ასევე სასურველია, კვირის ბოლომდე მოგვარდეს საფინანსო-საბიუჯეტო ვალდებულებებისა და კრედიტებთან დაკავშირებული თემების საკითხიც. ზოგადად კი, უახლოესი რამდენიმე თვის მანძილზე არ იქნება სასურელი მსხვილბიუჯეტიანი ინვესტიციების გაკეთება - უძრავი ქონების შეძენა-ყიდვა-გაქირავება. ასე რომ სანამ პერიოდი ჰარმონიულია, აჯობებს მსგავსი ტიპის საკითხები მიმდინარე კვირის მანძილზე მოაგვაროთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?