, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ არ ღირს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, ბიზნესის წამოწყება, ტექნიკისა და უძრავი ქონების შეძენა. სასურველია, თუკი მნიშვნელოვანი პროექტების დაგეგმვისას, ქალთა პერსონალის უშუალო დახმარებით ისარგებლებთ. იმიტომ რომ ამ პერიოდში სუსტი სქესისთვის დამახასიათებელი ხედვა გაცილებით უფრო მომგებიანი და გამართლებული იქნება . მოგეხსენებათ, ქალებს ე.წ. "მეექვსე გრძნობა" გააჩნიათ, რომელი მიმდინარე კვირაში ერთობ აქტიური და დასაფასებელი ხდება.
11 თებერვლიდან აზროვნებისა და კომუნიკაციის "კურატორი" პლანეტა მერკური გაასწორებს მოძრაობას, მისი დირექტიულ ფაზაში დაბრუნება კი შესამჩნევად გაადვილებს მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას, განსაკუთრებით ეს ეხება საფინანსო ვალდებულებებს, ახალი პროექტების წამოწყებას და ა.შ.
12-14 თებერვლის მონაკვეთში, მოიმატებს ემოციური ფონი და ეს ყველაზე მეტად ქალბატონებზე აისახება. ამიტომ მამაკაცებს ვურჩევთ, გაგებით მოეკიდონ სუსტი სქესის ჭირვეულობას. არანაკლებ გააქტიურდება ამ პერიოდში სიზმრები. შესაბამისად, ყურდღება მიაქციეთ იმას თუ რა გესიზმრებათ. გამორიცხული არ არის სწორედ ამ დღეებში მოგცეთ სამყარომ გარკვეული სიგნალი მოვლენების შესახებ, რომელიც სამომავლოდ გელოდებათ.