კურო
ეს კვირა სავსე იქნება რომანტიკითა და ფლირტით! თუ პრობლემურ ურთიერთობაში ხართ, ნანატრი დღე დადგება, ბოლო მოეღება კონფლიქტებს და სიტუაცია გაირკვევა, მთავარია, მზად იყოთ არასასიამოვნო სიმართლის გასაგებად. იმის შემდეგ, რაც მოცემულობას გადახარშავთ, პარტნიორთან იდილია აღდგება. მიუხედავად პოზიტიური მოვლენებისა, ნუ გადაეშვებით სიყვარულში თავდავიწყებით, რადგან გვერდზე დაგრჩებათ მნიშვნელოვანი საქმეები. არ დაგავიწყდეთ, რომ ზოგადად ადამიანთა გრძნობები ცვალებადია. სულ ერთია, პარტნიორთან იქნებით თუ მის გარეშე, დაგჭირდებათ სამსახური და შემოსავლის წყარო.
შესაძლოა ურთიერთობა დაგეძაბოთ რომელიმე ახლო მეგობართან. სიფრთხილე გამოიჩინეთ ჩატში მიმოწერისას, რადგან დრო გავა ე.წ. სქრინები წინ დაგხვდებათ.
ქალწული
შეხვდებით ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება თქვენი მისაბაძი მაგალითი იყო. ეს შეხვედრა უზომოდ სასიამოვნოდ ჩაივლის და არასდროს დაგავიწყდებათ.
ამ კვირაში თქვენი კოლეგები უჩვეულო აქტიურობას გამოავლენენ - უეცრად, ყველას მოუნდება თქვენთან ერთად ლანჩის მირთმევა ან სამსახურის შემდეგ ბარში თითო ჭიქა ვისკის გადაკვრა. არ შეშინდეთ, ისინი არც თამაშობენ და არც ოიონს გიწყობენ. ეს კარგი შანსია ახალი მეგობრების შესაძენად და ოფისში გარემოს დასათბობად.
კვირის ბოლომდე გაახარეთ საყვარელი ადამიანი! რამდენი ხანია მისთვის არაფერი გიჩუქებიათ?! გიფიქრიათ, რომ აუცილებელი არ არის დღესასწაული მოვიდეს, იმისთვის რომ სიურპრიზი გაუკეთოთ?!
თხის რქა
ამ კვირაში შემოგთავაზებენ ახალ პროექტში ან ღონისძიებაში ჩართვას. ნამდვილად შეძლებთ მათ დახმარებას სასარგებლო რჩევებითა და უნარებით, რომელიც დიდი ხანია გამოგიმუშავდათ. შენიშნავთ, რომ ადამიანები თქვენკენ ისე მოისწრაფიან, როგორც განძისკენ. შესაძლოა დაუგეგმავად აღმოჩნდეთ LIVE კონცერტზე ან რომელიმე ტელეშოუს ჩაწერაზე.
ამ პერიდოში მეგობრებიდან ერთ-ერთი გადაწყვეტს მოტივაცია აგიმაღლოთ, ამიტომ თქვენი მიღწევების ჩამოთვლას დაიწყებს და თქვენს ყველა დადებით თვისებას გაუსვამს ხაზს. ნუ გააჩუმეთ, ყურადღებით მოუსმინეთ და დაიჯერეთ ყველა ის კომპლიმენტი, რომელსაც გეუბნებათ. ნუ ხართ ასეოდენ თვითკრიტიკული!
შაბათ-კვირა სრულ დასვენებას დაუთმეთ - სამომავლოდ გადადეთ სახლის გენერალური დასუფთავებაც, საყიდლებიც და სახლისთვის მოტოვებული სამუშაოც - წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მომდევნო კვირა გადაღლილობას იგრძნობთ და გაგიჭირდებათ მნიშვნელოვან დეტალებზე კონცენტრაცია.