კვირის ასტროლოგიური პროგნოზი პირველი 7 იანვარი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი პირველი 7 იანვარი

იწყება. თან ეს სავსემთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში უწევს, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს ახალი წლის განწყობას - ოჯახურობის, სიმყუდროვის, პრივატულობის. დიახ, 2018 ზუსტადაც რომ ოჯახზე ფიქრით, თქვენი ახლობლების კეთილდღეობაზე ზრუნვით შეგიძლიათ დაიწყოთ. ეს შესანიშნავი დღეა საკუთარ ნათესავებთან ურთიერთობების დასალაგებლად, ნებისმიერ მათგანთან სისხლისმიერი და გაცილებით უფრო სულიერი ძაფების აღმოსაჩენად. ასე რომ 2018 წლის პირველი კვირის დასაწყისში, შესაბამისი პატივი მიაგეთ ახლობლებს და გწამდეთ, რომ მთელი წლის მანძილზე მათგან წამოსული სითბო და სიყვარული, შესაფერის მომენტში ყოველ ჯერზე გაგითბობთ გულს.

2 იანვარს პლანეტა ურანი დირექტიული ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო და ლოკალურ პოლიტიკაში გარკვეული ძვრები შეინიშნება. გამორიცხული არ არის წარსულში არსებული რთული სიტუაციების მოულოდნელი დარეგულირება. რაც საბოლოოდ მთლიანად მსოფლიო პოლიტიკის მასშტაბზე შექმნის "ამინდს".

3 იანვარს ვენერასა და ნეპტუნის ასპექტი ცაზე, ჯერ კიდევ ბახუსმოერულ საზოგადოებას პირად ურთიერთობებში გარკვეული ილუზიებისა და გაუგებრობებისკენ უბიძგებს. ამიტომ თუკი თქვენს სასიყვარულო და პარტნიორულ კავშირში მოულოდნელი სირთულე შეიქმნა, ჯერ აუცილებლად გამოფხიზლდით პოსტ-საახალწლო თრობისგან და მხოლოდ მერე მიიღეთ გადაწყვეტილება.

6 იანვარს სამუშაო პროცესს, რომელიც ახალი წლის ტკბილი უქმეების შემდეგ ყველასთვის მძიმეა მერკურისა და ურანის დადებითი ასპექტი შთაბერავს ახლებურ სიოს. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანებს ორიგინალური იდეები უხვად მოსდით თავში. ამასთან ერთად, შესაძლოა კოლეგებთან და თანამშრომლებთან გაგიუმჯობესდეთ კომუნიკაცია ან სულაც ახალი მეგობრები შეიძინოთ სამუშაზე.

კვირის ბოლოს მარსისა და იუპიტერის შეერთება დაფიქსირდება ცაზე. რაც ერთი მხრივ ახალი პროექტების, ახლებური შემართებით წამოწყებისთვის იდეალური დროა. მისი მეშვეობით ბევრი ადამიანი შეძლებს 2018 მართლაც რომ ახალი შემართებითა და ახალი ფურცლით დაიწყოს. ამასთან ერთად, ეს ასპექტი ხელს უწყობს ხანმოკლე მოგზაურობების და ლაშქრობების წარმატებით დაგეგმვას. ასე რომ შაბათ-კვირას თამამად შეგიძლიათ მიაშუროთ მთიან ადგილებს და გაატაროთ დაუვიწყარი უქმეები მეგობრებთან ერთად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?