იმიტომ რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა კომუნიკაციის მმართველ ნიშანში ტყუპში გადანაცვლებს. გაიზრდება მოკლევადიანი ფლირტის, საკურორტო და სამგზავრო რომანების ალბათობა. ხშირი იქნება საინტერესო თავყრილობები ღია ცის ქვეშ, ფილოსოფიური მსჯელობები და ახალ-ახალი მეგობრების შეძენა.
თუმცა, გადაადგილებისა და მგზავრობის გახშირებასთან ერთად, ავტო-საგზაო შემთხვევების მატების რისკიც სავსებით რეალურია. განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ იმ ადამიანებს მართებთ, ვინც უშუალოდ მართავს საჭეს. ამიტომ ჩემო კარგებო, გულდასმით შეამოწმეთ ავტომობილის ტექნიკური გამართულობის საკითხი, სანამ მორიგი "თრიფის" დაგეგვმას დაიწყებდეთ. შანსი იმისა, რომ საყვარელმა "რკინის თანაშემწემ" მოულოდნელად გიმტყუნოთ 25-28 ივნისის შუალედში ძალზე დიდია.
27 ივნისიდან დიეტომანიით დაინტერესებულთათავის კარგი პერიოდი დგება წონის კორექციის საკითხებზე დასაფიქრებლად. სასურველია ამ დღეს სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც დაუთმოთ დრო.
თვის ბოლო რიცხვებში, დაახლოებით 29 ივნისიდან მოერიდეთ საყვარელ ადამიანებთან წვრილმან საკითხებზე ბუტიაობას და კარგად გაანალიზეთ საკუთარი სიტყვები, მანამ სანამ ვინმეს მორიგ ნოტაციას ჩაუტარებთ.
გრილ, ნათელ დღეებს, ოპტიმიზმსა და ბევრ ღიმილს გისურვებთ!