აზრების გაცვლა-გამოცვლის, ინფორმაციის მოძიება-გადაცემის სურვილი და პოტენციალი. კარგი პერიოდია მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტებისთვის. გარდა ამისა, ამ ეტაპზე სიყვარულის პლანეტა ვენერას დადებითი ასპექტების გამო პლუტონთან, მოიმატებს მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხების ორივე მხარისთვის მომგებიანად გადაწყვეტის ალბათობა, ბიზნესმენებსა და საქმოსნებს შეუძლიათ ფული თამამად დააბანდონ მსხვილბიუჯეტიან პროექტებში.
არანაკლებ ჰარმონიულია ეს პერიოდი აქამდე დაძაბული ან დანგრევამდე მისული ოჯახური ურთიერთობების რეანიმირების თვალსაზრისით. ბევრ წყვილს საშუალება მიეცემა, შესაბამისი მონდომების ხარჯზე ძველი ემოციები გააღვივოს პარტნიორში. საამისოდ ერთობლივი საქმიანობა, რემონტი, შოპინგი ან ბავშვებზე ზრუნვა გამოგადგებათ მიზეზად. თუმცა, აქვე ნუ დაგვავიწყება, რომ ვენერა-პლუტონის ასპექტები თავის თავში ყოველთვის გულისხმობს მომატებულ სექსუალურ ლტოლვას და ზოგადად აქტივობას ამ მხრივ. შესაბამისად, მათთვის ვინც ჯერაც მარტო დააბიჯებს, შესაძლოა ეს კვირა მოულოდნელი და მხურვალე რომანის დასაწყისიც აღმოჩნდეს, რომლის საძირკველშიც პირველ რიგში ფიზიკური მიზიდულობის მომენტი იქნება ჩადებული.
კვირის შუაგული ზემოთ ხსენებული ჰარმონიული ასპექტის გარდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომბინაციას დაეთმობა ცაზე, რომლის გავლენითაც მოიმატებს ალკოჰოლით ინტოქსიკაციის, მედიკამენტოზური მოწამვლისა და ზოგადად თხიერი ნივთიერებებით საფრთხის ალბათობა. ამ პერიოდში აქტიურია იურიდიული მაქინაციებისა და კორპორატიული ავანტიურების საფრთხე.
შესაძლოა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში წარსულის შეცდომებმა ერთობ უადგილოდ ამოყვინთოს, როგორც პირადი ისე საქმიანი ურთიერთობების კუთხით, რაც ძირითადად დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ბიუროკრატიულ ვალდებულებებს შეეხება. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ ყველა სახის ოფიციალური ვალდებულებების მიმართ, რომელიც წარსულში გაქვთ აღებული საკუთარ თავზე.
პოზიტიურად აზროვნების უნარს, იღბალსა და სიმშვიდეს გისურვებთ!