ვერძი
სასიკეთო, საკმაოდ დინამიურ კვირის პირველი ნახევარში გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. იგრძნოთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და კომუნიკაბელურობის გამოვლენას, გაძლიერებული ნებისყოფის წყალობით კი, ყველა მნიშვნელოვან საქმეს თქვენთვის სასარგებლო შედეგით დაასრულებთ. მართალია, მზისა და პლანეტა ურანის ჰარმონიული ურთიერთობა დაგეხმარებათ იდეების განხორციელებასა და საიმედო პარტნიორების შეძენაში, მაგრამ, კვირის მეორე ნახევარში მაინც მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ფულის ხარჯვისას, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი, იძულებული გახდებით თავი შეიკავოთ მსხვილ საყიდლებისა და ინვესტიციებისგან.
კურო
მართალია, კვირის პირველი ნახევარი უფრო სასიკეთო იქნება, ვიდრე კვირის ბოლო, მაგრამ ერთიანობაში მაინც საკმაოდ კარგი პერიოდია. ეტაპობრივად გაძლიერედება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც. განსაკუთრებით გაუმართლებთ აპრილის ბოლოს დაბადებულ კუროებს, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ ნებისმიერ ჩანაფიქრს. თუმცა, კვირის ბოლოს მაინც მოგიწევთ ფინანსების კონტროლი, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა სწორედ ფინსნსური ინტერესების დაპირისპირების ფონზე. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას.
ტყუპი
საკმაოდ პოზიტიურ კვირის პირველ ნახევარს შედარებით რთული მეორე ნახევარი შეცვლის. მართალია, მერკურისა და ვენერას ჰარმონიული კავშირი დაგეხარებათ იდეების წარმატებით განხორციელებასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, სახლსა და სამსახურში ძველი პრობლემების მოგვარებასა და კოლეგებთან, მეგობრეთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, მაგრამ კვირის მეორე ნახევარში მაინც მოგიწევთ მეტი სიფრთხილის და თავშეკავების გამოჩენა, რადგან მაღალია გარშემომყოფთა მხრიდან პროვოკაციების ალბათობა.
კირჩხიბი
მეტად ჰარმონიული იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც, ინტუიციის წყალობით კი, არ გაგიჭირდებათ მართებული გადაწყვეტილებების მიღება. მერკურისა და ვენერას ჰარმონიული ურთიერთობა თევზების ზოდიაქოს ნიშანში პოზიტიურად აისახება თქვენს შემოქმედებით საქმიანობაზე და დაგეხმარებათ ძველი იდეების რეალიზაციაში, გავლენიანი პარტნიორების შესაძენასა და ნაცნობთა წრის გასაფართოვებაში, თუმცა, კვირის მეორე ნახევარში თავს შეგახსენებენ ძველი ნაცნობები თავისი პრობლემებით, გარშემომყოფები კი, გააძლიერებენ ჭორებს და ინტრიგებს თქვენს წინააღმდეგ.
ლომი
ქალწული
მშვიდი და საკმაოდ იღბლიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ მოგზაურობას და საინტერესო ნაცნობების შეძენას, იდეების განხორციელებას და ახალი პერსპექტივების აღმოჩენას, საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთა მხარდაჭერა კი, თვითრწმენას შეგმატებთ და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის ბოლოს, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, რაც თავის მხრივ, კონფლიქტების და ძველი შეთანხმებების, ხელშეკრულებების გაუქმების მიზეზი გახდება.
სასწორი
მორიელი
მშვილდოსანი
თხის რქა
კვირის პირველ ნახევარში, რომელიც მეტად პოზიტიური იქნება, შეძლებთ გააქტიურებას, ინტელექტუალური პოტენციალის და საუკეთესო თვისებების სრულად გამოვლენას. არ გაგიჭირდებათ ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, პარტნიორებს შორის კონფლიქტის მოგვარება და კოლექტიური პროექტების წარმატებით განხორციელება. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ, ზედმეტი ვალდებულებები კი, ფიზიკურ გადატვირთვას და გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც თავის მხრივ, სერიოზულ შეცდომებს დაგაშვებინებთ.
მერწყული
გეომაგნიტური დღეები – 23, 26, 27 და 28 აპრილი.