კვირის ჰოროსკოპი ლომისთვის (8-14 ოქტომბერი)

კვირის ჰოროსკოპი ლომისთვის (8-14 ოქტომბერი)

შენიშნეთ, რომ რომელიღაც მომენტში ცხოვრებას მოწყდით და თქვენ მიერ გამოგონებულ სამყაროში ჩაიკარგეთ? სუბიექტური და ობიექტური რეალობა კი ერთმანეთისგან განსხვავდება. რეალობაში დაბრუნებულს გაგაოცებთ რიგი საკითხები.

ლომებო, თქვენ ცხვირწინ საოცრებები ხდება, თქვენ კი ვერ ამჩნევთ, რადგან მუდამ სხვა რაღაცით ხართ დაკავებული. თვალები მოიფშვნიტეთ, ფართოდ გაახილეთ და მიმოიხედეთ, იქნებ და, რა გეპარებათ ყურადღების მიღმა?!

ამ კვირაში თქვენი შთაგონების წყაროდ მეგობრები იქცევიან! შესაძლოა ახლობლების წრეში გეგულებათ ადამიანი, რომელმაც ოცნება აიხდინა ან ნულიდან დაიწყო და მწვერვალს მიაღწია. ყოველთვის, როცა იმედგაცრუებას წააწყდებით, მისი ამბავი გაიხსენეთ.

თუ ამ კვირაში კარაოკე ბარში წახვალთ, იქ გადაეყრებით მამაკაცს/ქალს, რომელიც ინტერესს აღგიძრავთ. თქვენზეა დამოკიდებული მსუბუქი ფლირტი გადაიზრდება თუ არა რაიმე სერიოზულში.

დიდი ალბათობით თქვენი რომელიმე ნათესავი ან ახლო მეგობარი  დაოჯახდება. რა თქმა უნდა, ქორწილზე დაპატიჟებული ხართ! მარტოხელა ლომებო, ცხვირი არ ჩამოუშვათ და ნაცნობებს, რომლებიც ძალიან ხშირად გეკითხებიან ”გათხოვებას არ აპირებ?/ცოლს როდის ირთავ?" უფლება არ მისცეთ განწყობა გაგიფუჭონ! თავბრუდამხვევი სიყვარული თქვენც მოგაკითხავთ და, რა თქმა უნდა - თუ სურვილი გექნებათ - ქორწილსაც გადაიხდით.

ზოგიერთ ლომში ქველმოქმედების სურვილი გაიღვიძებს, ბევრი მათგანი ჩაერთვება მოხალისეობრივ აქტივობებში. შესაძლოა, რამდენიმე მათგანმა უცხოური აპლიკაციაც  შეავსოს და საზღვარგარეთ განიზრახოს მოხალისედ წასვლა.

ეს კვირა არ იქნება ქარიშხლიანი, რაც შინაგანი ბალანსის აღდგენის საშუალებას მოგცემთ, არც კონფლიქტები იკვეთება და არც შიდა სამყაროს შემძვრელი ფაქტები.

თუ თქვენ ის ლომი ხართ, რომელიც საცხოვრებლის შეცვლას ფიქრობს, ნუ ორჭოფობთ, ახალი ბინა გადაგახალისებთ, ასე რომ ძიებას შეუდექით!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?