(რომანიდან - ”აღიარება ხელისგულზე“). ვარსკვლავებმა იციან, რაოდენ რთულია თქვენთვის ადამიანის პატიება, მაგრამ დაფიქრდით, შეგიძლიათ იმავე ენერგია და მონდომება სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.
მორიელებს, რომლებიც ახლო წარსულში ფიზიკურად დაშავდნენ, სწრაფი გამოჯანმრთელება ელოდებათ. თუ საავადმყოფოში ხართ, გამოგწერენ.
სამშაბათი თქვენთვის დანაკარგების დღეა, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ საბუთებთან, სიებთან, საფულესთან, სახლის ან მანქანის გასაღებთან - ყველა იმ ნივთთან, რომელიც ძალიან გჭირდებათ ან ძვირად ღირებულია. ამ პერიოდში იზრდება გაქურვის ალბათობაც, განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ საიუველირო მაღაზიებში მომუშავე მორიელებმა - დაცვა და მენეჯერი.
კვირის შუაში გონებას აგიფეთქებთ გიჟურ იდეათა შემოტევა, განსაკუთრებით იმ მორიელებს, რომლებიც პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით მუშაობენ.
თუ თქვენ ნახევარ შტატზე ხართ, სრულ შტატზე გადასვლას შემოგთავაზებენ, რაც, თავის მხრივ, ხელფასის ზრდას გულისხმობს. შემოთავაზება გარკვეულწილად მაცდურია, მაგრამ მხოლოდ ახლო მომავლისთვის, შორ პერსპექტივაში არც კარიერულ კიბეზე წინსვლას გპირდებათ და არც განსაკუთრებულ პროფესიულ განვითარებას. მიუხედავად ამისა, თუ ფინანსური კრიზისის წინაშე დგახართ, სრულ განაკვეთს დათანხმდით.
მორიელებო, პარტნიორს ხშირად უთმობთ, ეხმარებით ფინანსურად ან მორალურად, თან ცდილობთ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ. ამ კვირაში თქვენი თავდადება დიდ იმედგაცრუებად მოგიბრუნდებათ - დიახ... ხშირად ადამიანები საქციელებით უმადურობას ავლენენ, მაშინაც კი, როცა სიტყვა ”მადლობას” გვეუბნებიან. თქვენს სიტუაციას იდეალურად ერგება Arlissa-ს სიმღერა I Hate Giving You Everything... არავინ გედავებათ იმაში, რომ სიყვარული ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა, რომელსაც არ ნანობენ, მაგრამ ღირს ისეთი პარტნიორის გამო ყველაფერზე უარის თქმა, რომელიც არ გაფასებთ? ამბობენ, რომ სიყვარულში ერთი მეფობს, მეორე - მონაა. მორიელს კი მონობა არ შეშვენის.