ამ კვირაში დაარეგულირებთ ძილს, არ შეგაწუხებთ ცუდი სიზმრები ან ინსომნია. დიახ... ასე ღრმად და ტკბილად დიდი ხანია აღარ გიძინიათ. დილაობით იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას.
8-14 ოქტომბერს თქვენს ცხოვრებაში წამყვან როლს ითამაშებს ტექნოლოგიები. ისეთ საქმეს დაგავალებენ, რომელშიც ჩართული იქნება უახლესი ტექნიკა, შესაძლოა მასში ვერ ერკვეოდეთ, მაგრამ ”სწავლა სიბერემდეო“! შემეცნების დროა! თქვენ ხომ გიყვართ სიახლეები?!
ამ კვირაში აღმოჩნდებით უდიდესი გამოწვევის წინაშე, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება. მშვილდოსნები, რომლებიც სახლში ჩასხდნენ და მზეს აღარ ენახებიან - აღარ ”მშვილდოსნობენ” ანუ უარი თქვეს სწრაფი და ცვალებადი ცხოვრების რიტმზე - დროა გააქტიურდნენ! ცხოვრება უამრავ შანსს გაძლევთ, რომლის ხელიდან გაშვება დანაშაულია სამყაროს წინაშე!
კარგი იქნება, თუ ირგვლივ შემოიკრებთ ხალხს, რომელსაც თქვენნაირი ინტერესები აქვთ. შესაძლოა მათთან მჭიდრო კავშირმა ორგანიზაციის, კლუბის ან პროფესიული გაერთიანების ჩამოყალიბებისკენ გიბიძგოთ.
შაბათ-კვირას დაგპატიჟებენ წვეულებაზე. აუცილებლად წადით, იცეკვეთ და განიტვირთეთ. ამ ბოლო დროს ძალიან სერიოზული ხართ, რაც თქვენი ბუნებრივი მდგომარეობა სულაც არ არის, სცადეთ მოდუნდეთ, ძველებურად იხუმროთ და ლაღად იცინოთ.