კვირის ჰოროსკოპი ტყუპისთვის (9-14 ოქტომბერი)

კვირის ჰოროსკოპი ტყუპისთვის (9-14 ოქტომბერი)

ამ კვირაში ადამიანები ისე მოგექცევიან თითქოს ე.წ. სელებრითი (ცნობილი ადამიანი) ხართ. თავადაც შეაფასებთ თქვენს შესაძლებლობებს და კმაყოფილი დარჩებით, რადგან აღმოაჩენთ, რომ პლუსები მინუსებზე მეტია, მაგრამ ნუ გადავარდებით ნარცისიზმში, რადგან - დაგაზიანებთ.

ტყუპო, თუ აქამდე  ყველა თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა კრახით დასრულდა, ე.ი. ჯერ არ შეხვედრიხართ ”იმ ერთადერთს“. ამ კვირაში, სამწუხაროდ, ვარსკვლავები არ გიწინასწარმეტყველებენ  მეორე  ნახევართან შეყრას, მაგრამ სამაგიეროდ, შეგიძლიათ ეს დრო სხვაგვარად გამოიყენოთ - საკუთარ თავს დაუთმოთ. იმის შემდეგ რაც ურთიერთობაში აღმოჩნდებით, ჰობისა და მეგობრებისთვის  სულ უფრო და უფრო ნაკლებ დროს იპოვით, ასე რომ, როგორც ამბობენ, დატკბით თავისუფლებით.

კვირის შუაში თქვენში გაიღვიძებს ე.წ. ”დრამა ქვინ“ (დრამის დედოფალი) - ინერვიულებთ ისეთ წვრილმანებზე, რომელსაც ადრე არაფრად ჩააგდებდით.

კვირის ბოლოს მოგინდებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაიმე შეიცვალოს, რაც თქვენი ცვალებადი ბუნებიდან გამომდინარე, გასაკვირი სულაც არ არის. ზოგიერთი ტყუპი იმიჯს შეიცვლის (ახალი ვარცხნილობა, სამოსი), სხვები - საყვარელი ბარის ნაცვლად სრულიად ახალ ადგილს ეწვევიან, შესაძლოა გამოიჩინონ ინიციატივა ახალი ნაცნობების შესაძენად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?