სწრაფად მოცილების საკითხი ძალიან ბევრი ქალისთვის დგება დღის წესრიგში. ცნობილი რუსი ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა ქალებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით კონკრეტულ კვირის დღეებში ურჩევს დიეტის დაწყებას, საიმისოდ რომ შედეგი გაცილებით ეფექტური და რაც მთავარია, სწრაფად შესამჩნევი იყოს.
ასე მაგალითად თუ თქვენ ვერძი ხართ , აჯობებს დიეტა დაიწყოთ სამშაბათს. ეს დღე მარსის მმართველობისაა. სასურველია, დიეტასთან ერთად, აქტიურად ივარჯიშოთ მეტი შედეგის მისაღწევად.
კურომ დიეტა პარასკევს უნდა დაიწყოს, ამ დღეს კუროს მმართველი ვენერა მართავს და შესაბამისად, ვენერას დღეს დაწყებული დიეტა კუროსთვის საკმაოდ ჰარმონიული იქნება.
ტყუპმა დიეტა ოთხშაბათს უნდა დაიწყოს. ეს მერკურის დღეა, მერკური კი ტყუპის მმართველია.
კირჩხიბს დიეტის დაწყებას ასტროლოგი ორშაბათს ურჩევს. ამ დღის მმართველი მთვარეა, ამიტომ ზუსტად ორშაბათობით დაწყებული დიეტა იძლევა მისთვის კარგ შედეგს.
ლომმა დიეტა კვირას უნდა დაიწყოს. ეს სწორედ ის დღეა, რომელსაც ლომის მმართველი მზე მართავს.
ქალწულისთვის კი კარგი დღე დიეტის ან გამაჯანსაღებელი შიმშილის დასაწყებად ოთხშაბათია.
სასწორმა დიეტა კუროს მსგავსად, ვენერით მართულ დღეს ანუ პარასკევობით უნდა წამოიწყოს.
მორიელისთვის საუკეთესო პერიოდი დიეტის დასაწყებად არის სამშაბათი. ამ დღეს მისთვის საკმარისად მაღალია მოტივაცია და სასიცოცხლო პოტენციალი აღებული სტარტის ბოლომდე მისაყვანად.
მშვილდოსანს ასტროლოგი დიეტის დაწყებას ოთხშაბათს ურჩევს. თუმცა სასურველია, დიეტა მკაცრი და ძალიან მწირი არ იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მშვილდოსანს მისი დაცვა გაუძნელდება.
თხის რქისთვის კი დიეტის დასაწყებად იდეალური დღეა შაბათი, რომელიც პლანეტა სატურნით იმართება. სასურველია, თხის რქამ დეტა სრული ერთდღიანი შიმშილობით დაიწყოს.
მერწყულისთვის კი საუკეთესო პერიოდი მსგავსად თხის რქისა შაბათია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ზოდიაქოს ნიშანსაც თხის რქის მსგავსად თანამმართველი პლანეტა სატურნი ჰყავს.
ხოლო თევზებს ასტროლოგი დიეტის დაწყებას ოთხშაბათ დღეს ურჩევს. რომელიც გაჯერებული უნდა იყოს ბევრი სასმელით და სამკურნალო ჩაით.