კვირის რომელი დღეა კარგი რომანტიკული პაემანის და საქმიანი შეხვედრის დასაგეგმად?

კვირის რომელი დღეა კარგი რომანტიკული პაემანის და საქმიანი შეხვედრის დასაგეგმად?

განაპირობოს სამომავლო თანამშრომლობის (ურთიერთობის) ბედი. როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ და ამ მოსაზრებას პრაქტიკაც ამტკიდებს, საუკეთესო დღეები რომანტიკული ნაცნობობისა და პაემანის დასაგეგმად არის ოთხშაბათი და პარასკევი. ამ დღეებს პლანეტები მერკური და პლანეტა ვენერა მართავენ... მერკური კომუნიკაციაზე აგებს პასუხს, ვენერა კი – სიყვარულზე.

რაც შეეხება ბიზნეს შეხვედრებისა და საქმიანი მოლაპარაკებების დაგეგმვას, ამ მხრივ ასტროლოგები გვირჩევენ, რომ ხუთშაბათი და შაბათი გამოვიყენოთ . როგორც აღმოჩნდა, ზემოთ ხსენებულ დღეებს წარმატების პლანეტა იუპიტერი და დისციპლინის, მოვალეობის "კურატორი" პლანეტა სატურნი მართავენ. ამიტომ ამ დღეებში გამართული მოლაპარაკებები აუცილებლად გამოიღებს შედეგს და რაც მთავარია, სამომავლო თანამშრომლობა წარმატებული, ხანგრძლივი და ნაყოფიერი იქნება.

აქვე აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტზეც თუ კონკრეტულად მთვარის რომელ ფაზაზე ვგეგმავთ მნიშვნელოვან შეხვედრასა და მოლაპარაკებას. თუკი ეს მილეული მთვარის პერიოდში ხდება, სამომავლოდ ბევრი პრობლემა იჩენს თავს კომუნიკაციაში. ამიტომ ამ მხრივ ყველაზე კარგი მთვარის პირველი ან მეორე მეოთხედის დღეებია. სწორედ ამ პერიოდში დაგეგმილი შეხვედრები გამოიღებს საუკეთესო შედეგს, როგორც საქმიანი ისე რომანტიკული ურთიერთობების კუთხით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?