ლომი ბავშვი

ლომი  ბავშვი

აბა სცადეთ და ჭამა ან გამოცვლა დაუგვიანეთ, ისეთ ღრიალს მორთავს, თავი უმალ აფრიკის ტროპიკულ ჯუნგლებში გეგონებათ. უნდა შეეგუოთ. მოთმინება ლომის საუკეთესო თვისებათა ჩამონათვალში, ნაკლებად შედის. თუმცა, თუ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ყურები და რაც მთავარია, ნერვული სისტემა შესაბამისი გამძლეობით გამოირჩევა, უკეთესი იქნება თუ პატარა ბოკვერს, თავიდანვე სხვებისთვის ანგარიშის გაწევას ასწავლით, რაღაც დოზით მაინც. თორემ, დიდი შანსი იმისა, რომ მისგან შინაური ტირანი გაიზრდება და უკვე ზრდასრულ ასაკში ხელში „მცირე მასშტაბის დიქტატორი“ შეგრჩებათ.

Astrologia

ლომი ცეცხლის ნიშანია, ამიტომ თქვენი შვილი, მნიშვნელობა არა აქვს გოგონაა იგი თუ ბიჭი, მოუსვენარი, ცელქი და უზომოდ ენერგიული იქნება. საკუთარი მეფური ხასიათიდან გამომდინარე, იგი ყოველთვის ბუნებრივად და ოსტატურად შეძლებს თანატოლებს შორის გამოირჩეოდეს. გარშემო მყოფთა ყურადღებას ლექსის თქმითა და ცეკვით თუ არა, ყურისწამღები ღრიალით მაინც დაიმსახურებს.

ლომი ბავშვი იმდენად აქტიური და ცნობისმოყვარეა, რომ საღამოობით მის დაძინებასთან დაკავშირებული პრობლემები არაერთ მშობელს ექმნება. მისი აღზრდისას მოსიყვარულე, მაგრამ საკმარისად მკაცრი უნდა იყოთ. პატარა იმპერატორს თქვენს მიმართ პატივისცემის გრძნობა უნდა გაუღვივოთ და „მორჩილება“ ღირსების შელახვად არ უნდა მიიჩნიოს. გახსოვდეთ, რომ მისი ერთი შეხედვით ამაყი და მეფური ხასიათის მიღმა, ძალზე სათუთი ბუნების არსება იმალება, რომელზეც ნებისმიერი სახის უხეში შენიშვნა, მით უმეტეს, დედ–მამის მხრიდან მიღებული, უარყოფით  ზეგავლენას ახდენს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?