"მაგიდაზე არ დადოთ ჩანთები, ფული, გასაღები.. მის ქვეშ დადეთ მონეტა ან დაფნის ფოთოლი, ეს კეთილდღეობას იზიდავს" - სუფრის გაწყობის მაგიური წესები

"მაგიდაზე არ დადოთ ჩანთები, ფული, გასაღები.. მის ქვეშ დადეთ მონეტა ან დაფნის ფოთოლი, ეს კეთილდღეობას იზიდავს" - სუფრის გაწყობის მაგიური წესები

მაგიდა ოჯახური კეთილდღეობისა და ბედნიერების სიმბოლოა. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ მაგიდის მაგიური თვისებების შესახებაც. აი, რამდენიმე, რაც თანამედროვე ცხოვრებაში ჩვენც გამოგვადგება.

1. სუფრის გარშემო ჩხუბი არ შეიძლება. არ დააბრახუნოთ მასზე კოვზი.

2. მაგიდიდან ნამცეცები ხელით არ უნდა გადაწმინდოთ, უბარაქობა იცის.

3. მაგიდაზე ცარიელი ჭურჭელი (ბოთლები, თეფშები) არ უნდა დაალაგოთ. უბარაქობა იცის.

4. თუ შორ მანძილზე მიემგზავრებით, ჩამოჯექით მაგიდასთან. ამგვარად, ადამიანი გზად გაიყოლებს თავისი ოჯახისა და გვარის მფარველობას.

5. ცუდი ნიშანია, თუ მაგიდამ ყანყალი დაიწყო. ეს მიუთითებს, რომ ოჯახის უფროსი წევრი ავად გახდება. ძველად ასეთ მაგიდებს აგდებდნენ, რათა უსიამოვნება აეცილებინათ თავიდან.

6. მაგიდაზე არ დადოთ ჩანთები, ფული, გასაღები ანუ ყველაფერი ის, რასაც კვებასთან კავშირი არა აქვს. ეს მისდამი უპატივცემულობას ნიშნავს.

7. იმისათვის, რომ კეთილდღეობა მიიზიდოთ, სუფრის ქვეშ მონეტა დადეთ ან დაფნის ფოთოლი. ეს წარმატების მომტანია. აგრეთვე აგარიდებთ ავადმყოფობასა და კონფლიქტს ოჯახში.

8. არასდროს დატოვთ სუფრაზე ნამცეცები, განსაკუთრებით ღამით, ავადმყოფობა იცის. თუ ნაგავს დატოვებთ მაგიდაზე, სახლშიც ნეგატვის გაავრცელებთ.

9. მაგიდიდან გადავარდნილ ნივთებსაც თავისი დანიშნულება აქვს: დანა-ჩანგალი თუ დაგივარდათ, სტუმრებს ელოდეთ, თეფში - ახალ ამბებს მოგიტანთ.

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა