რომ ფეხდაფეხ მიაბიჯებენ, ამაში საზოგადოება არაერთგზის დარწმუნებულა. პლანეტების მოძრაობა და განლაგებები, ასევე ის თუ კონკრეტულად ვინ არის დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით დამდეგი წლის მმართველი აშკარად განაპირობებს მოდურ ტენდენციებს და იმას თუ რა სახის სამოსი, ვარცხნილობა ან მაკიაჟის ტენდენციები იქნება ამა თუ იმ წელს მოდაში. სამოსზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად კი მაკიაჟის ძირითად ტენდენციებს შევეხებით და გირჩევთ, როგორი მაკიაჟის გაკეთება აჯობებს საიმისოდ, რომ მამლის წელს შესაბამისი იმიჯით აამოთ.
2017 წლის მმართველი, როგორც იცით, ცეცხლოვანი მამალია. ამიტომ მაკიაჟის ტენდენციებიც სამოსის კვალდაკვალ ერთი უმთავრესი შტრიხით იქნება გამორჩეული - ესაა სიმკვეთრე და მრავალფეროვნება. მამლის წლის შესახვედრად სასურველია აირჩიოთ მბზინავი თვალის ჩრდილები, ფორთოხლისფერი, ჟოლოსფერი ან წითელი ფრჩხილის ლაქი, პომადაც ანალოგიური ფერის ან უფრო ორიგინალური - მოლურჯო-მოიასამნისფრო გამა, იმიტომ რომ, მამლის პალიტრა ზუსტად ამ ფერების სიმრავლით გამოირჩევა.
ექსპერიმენტები შეგიძლიათ ვარცხნილობის კუთხითაც ატაროთ. ტონირებული და ფერადი თმა წლევანდელი ახალი წლის მთავარი აქსესუარი იქნება. მეტი ეფექტისთვის შეგიძლიათ სახე - შუბლის მიდამოები ხელოვნური ტატუს მეშვეობითაც გაილამაზოთ. რომელსაც სასურველია, ასევე მბზინავი ფაქტურა ჰქონდეს.