თავისებური "ლატარიაა", არავინ იცის წინასწარ მოიგებ თუ წააგებ. თუმცა, გარისკვად მაინც ღირს იმის გაგება, იქნებ რამხელა სიხარული გელოდებათ წინ. ქალისთვის იმის გარკვევა, თუ კონკრეტულად რომელ მამაკაცს დაუკავშიროს ბედი ხშირად რთულია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დაოჯახებამდე ადამიანები სულ სხვაგვარად იქცევიან. ქორწინების შემდეგ კი შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს და ერთ დროს რომანტიკული შეყვარებულის ნაცვლად, ხელში მობუზღუნე ან სულაც დესპოტი და აუტანელი ქმარი შეგრჩეთ. ასტროლოგია ზუსტად ამაში გეხმარებათ და დღეს ზუსტად იმაზე გიამბობთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცის ცოლობა ღირს თვალის დაუხამხამებლად ყოველგვარი ფიქრის გარეშე...
კურო - კურო, პირველი მიწის ნიშანია და ამასთან ერთად, მის ზოდიაქოს სიყვარულის პლანეტა მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მამაკაცი ერთგულებასთან ერთად საკმაოდ რომანტიკული და მოსიყვარულეა. თუმცა, რაკიღა მიწის ნიშანია ზომიერად ჯიუტი და პრინციპულიც იქნება. კუროს არ უყვარს აჩქარება, ამიტომ ნუ დააჩქარებთ მოვლენებს მასთან ურთიერთობაში. მიეცით საშუალება, რომ გადაწყვეტილება აუჩქარებლად, მშვიდ ფონზე მიიღოს. სამაგიეროდ, თქვენი ქორწინება მომავალში საოცრად რომანტიკული და მყარი იქნება.
კირჩხიბი - ამ ზოდიაქოს ნიშანს მთვარე მართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაც კირჩხიბს ჩანასახშივე იდეალურად ესმის ქალის ფსიქოლოგია. მთვარე ხომ თავის მხრივ ქალური ენერგეტიკის მმართველი პლანეტაა. მამაკაცი კირჩხიბი ბუნებით ფრთხილი, ემოციური და სენსიტიურია. ის ძალიან ბუტია და წყენიაა, ამიტომ თუ მასთან სერიოზული კავშირი გინდათ სიტყვებს და მიმართვის ტონს გაუფრთხილდით ხოლმე. უხეშობა და უტაქტობა კირჩხიბს თქვენ მიმართ გრძნობებს დიდი ხნით გაუცივებს. ამასთან ერთად, მას აუცილებლად სჭირდება, რომ ქალმა ერთდროულად მოირგოს დედისა და ცოლის ფუნქციები. შესაბამისად, თუკი თქვენ ამ ორი ფუნქციის შეთავსება არ გაგიჭიდებათ, მამაკაც კირჩხიბთან ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება გელით.
თხის რქა - ასევე მიწის ნიშანია, თუმცა მის ხასიათში მშობლიური სტიქია გაცილებით უფრო მძაფრადაა გამოვლენილი ვიდრე კუროს შემთხვევაში იმიტომ რომ, თხის რქას დამატებით არა ვენერა, არამედ პირქუში სატურნი მართავს. რაც იმას ნიშნავს, რომ მამაკაცი თხის რქა ხშირად ერთი შეხედვით უხეში, ცივი და უემოციო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. შინაგანად კი თხის რქები საოცრად მოწესრიგებული, ერთგული და გაწონასწორებული ინდივიდები არიან. თხის რქის გულის მოსაგებად ხანგრძლივვადიანი ურთიერთობა დაგჭირდებათ. ამასთან ერთად, მის მრავალრიცხოვან სანათესავოსაც უნდა მოაწონოთ თავი. თუკი თხის რქა დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტად მშვიდი, ღირსეული და პატივსაცემი ქალი ხართ, აუცილებლად შემოგთავაზებთ საკუთარ გულსა და ხელს სამომავლოდ. თავად კი თავის მხრივ უზომოდ მზრუნველი, ერთგული თუმცა კი ცოტა ემოციურად ცივი მეუღლე იქნება.