მამაკაცმა რომ არ გიღალატოთ

მამაკაცმა რომ არ გიღალატოთ

სხვადასხვაგვარად ესმის, ისევე როგორც სიყვარული. თუმცა, დღეს გვინდა ზუსტადაც რომ ერთგულებაზე ვისაუბროთ და ის მეთოდები შემოგთავაზოთ, რომლის მეშვეობითაც თქვენს საყვარელს მამაკაცს მეტ სტიმულს მისცემთ საიმისოდ, რომ იყოს ერთგული პარტნიორი.

ვერძთან ბალანსის დაცვაა საჭირო. თავი არც ძალიან უნდა მოანატროთ და არც უნდა მოაბეზროთ. ნაკლებად უკითხეთ ნოტაციები.

კუროს ერთგულება დამოკიდებულია თქვენი ხასიათის სიმყარესა და სტაბილურობაზე. ზოგადად ეს ის კაცია, რომელიც იშვიათად და უხალისოდ ღალატობს.

ტყუპის თქვენ გვერდით "დაბმა", მხოლოდ ინტელექტითა და ერუდიციის დონით გამოგივათ. მან უნდა იცოდეს, რომ თქვენში რამდენიმე ქალია თავმოყრილი - ცოლი, მეგობარი და საყვარელი. ტყუპს ჭკვიანი ქალები ხიბლავს.

კირჩხიბისთვის უნდა იყოთ ერთდროულად დედაც და ცოლიც. თუკი მას თქვენი სახით მზრუნველი და თანამგრძნობი ადამიანი ეყოლება, სხვა ქალთან არ დაიწყებს კომფორტის ძიებას.

ლომის ერთგულება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ახერხებთ, რომ იგი თქვენთვის პირველ ადგილზე იყოს ცხოვრებაში. თუკი მუდმივად დაუფიქსირებთ იმას, რომ თქვენთვის ის პრიორიტეტული და განუმეორებელი ადამიანია, ლომი სხვაზე არასოდეს გაგცვლით.

ქალწულის ერთგულება რომ დაიმსახუროთ, არასოდეს უნდა შეუქმნათ ქაოსი არც სახლში, არც ურთიერთობაში. თუკი ის თქვენთან თავს კომფორტულად და მყუდროდ გრძნობს, ნაკლებად მოინდომებს სხვისკენ გახედვას.

სასწორი მამაკაცი ფლირტის მოყვარულია, მას უბრალოდ არ შეუძლია მსუბუქი ფლირტის გარეშე. თუკი ამის გამო დრამას არ მოუწყობთ და საშუალებას მისცემთ პერიოდულად თავი მოიწონოს საზოგადოებაში, სერიოზულ ღალატამდე საქმე არასოდეს მივა.

მორიელი

მამაკაცის ერთგულება დამოკიდებულია თქვენ მიმართ მისი ემოციური მიჯაჭვულობის ხარისხზე. თუკი ერთგულებაზე გადაგამოწმათ, სულის სიძლიერით მოხიბლეთ და ნერვული სისტემაც მყარი გაქვთ, ნუ გეშინიათ, თქვენს სუპერსექსუალურ პარტნიორს ვერც ერთი ქალი ვერ წაგართმევთ.

მშვილდოსნის ერთგულება რომ დაიმსახუროთ ერთობ რთული საქმეა. ამ მამაკაცებს უჭირთ თავის კონტროლი. თუმცა, თუკი თქვენი სახით კარგი მეგობარი და თანამოაზრე ეგულებათ, რომელიც არასოდეს აკრიტიკებს რაც არ უნდა დააშაოს, შესაძლოა, მხოლოდ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლოს მისი საქციელი.

თხის რქა საკმაოდ ერთგულთა კატეგორიას განეკუთვნება. თუმცა, მის ერთგულებასაც სჭირდება მოპოვება და დაფასება. ასეთი მამაკაცი სხვაზე არასოდეს გაგცვლით, თუკი მყარი მორალური პრინციპების მქონე, გაწონასწორებული და მშვიდი ქალი ხართ.

მერწყული დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ზოგადად ერთგულების საკითხს. ფიზიკური ღალატი მისთვის დიდ ტრაგედიად იშვიათად აღიქმება. ამიტომ როგორც წესი, რომც გიღალატოთ, ამ თემაზე თავად შეგატყობინებთ. გარკვეულწილად ერთგული არის მაშინ, როცა მეუღლის სახით კარგი მეგობარი და თანამოაზრე ჰყავს.

თევზები ხათრიანი და რბილი კაცია. ქალებს ძალიან მოსწონთ მისი იმიჯი და გალანტურობა. ამიტომ თაყვანისმცემლების სიმცირეს არასოდეს უჩივის. ერთგულია, თუკი ემოციურად ძლიერი მიჯაჭვულობა გააჩნია პარტნიორის მიმართ, ან ამ უკანასკნელის უბრალოდ ეშინია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?