მიდრეკილებების მქონე ადამიანები.
როგორც გაირკვა დაქირავებულ ქილერებსა და მაფიის ბოსებს შორის, ყველაზე მეტი ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი სჭარბობს. ასტროლოგები ამ ფაქტს ლომისთვის დამახასიათებელი ბატონობის სურვილით ხსნიან. როგორც ჩანს ამ გზით ცდილობს ზოდიქაოს ამ ნიშნით დაბადებული ბევრი ინდივიდი საკუთარი პერსონის მნიშვნელობის ხაზგასმას და თავის დამკვიდრებას.
განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტთა და რეკეტიორთა რიგებში ყველაზე დიდი რაოდენობით ტყუპის ზოდიაქოს წარმომადგენელი ფიქსირდება. ასტროლოგები თვლიან რომ მთავარ როლს ამ მხრივ, ტყუპისთვის დამახასიათებელი ორსახოვნება თამაშობს. ისინი გარშემომყოფებთან მარტივად შედიან კონტაქტში, ნდობას იმსახურებენ შემდეგ კი ოსტატურად და მოულოდნელად ასრულებენ საკუთარ ბოროტ ჩანაფიქრს.
მოძალადეებსა და სერიულ მკვლელებს შორის, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ისეთი ნიშანი ლიდერობს როგორიცაა თევზები. ა სტროლოგების აზრით, ამ ხალხს ფარული აგრესია ახასიათებს. წლობით დაგროვილ ნეგატივს კი ზოგიერთი მათგანი ფსიქიკის სრულ დეგრადაციამდეც მიჰყავს. რაც თავის მხრივ ხდება კიდეც მათ მიერ ჩადენილი სასტიკი ქმედებების მიზეზი.
იქნებ უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზოდიაქოს ყველაზე „შურისმაძიებელ“ და აგრესიულ ნიშნად მონათლული მორიელები კვლევის შედეგებით სიის ბოლო ადგილზე განთავსდნენ. თუმცაღა ასტროლოგების აზრით, ამ ფაქტის მიზეზი მორიელების ჰუმანურობა კი არა, მათ მიერ იდეალურად დაგეგმილი და გათვლილი დანაშაულებრივი ქმედებებია. ეს სტატისტიკა ხომ ძირითადად უკვე გახსნილ-გამოძიებული საქმეების მიხედვით იქნა შედგენილი.
კიდევ ერთი, აგრესიით გამორჩეული ნიშნის ვერძის კისერზე კი ძირითადად აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული ფიქსირდება . ამიტომ განსაკუთრებით საშიშთა სიაში ასტროლოგები ვერძებსაც ნაკლებად მოიაზრებენ.
კუროების მიერ ჩადენილი „ბნელი საქმეებიც“ მცირედ მოიძებნება ჩვენ მიერ წარმოდგენილ სტატისტიკაში. თუმცაღა თუკი კურო რაიმე სახის კრიმინალურ აფიორაზე მიდის კიდეც, ძირითადად ეს თავდაცვა უფროა ვიდრე ვინმეზე თავდასხმა, ძალაუფლების ან შურისძიების მიზნით. კურო როგორც წესი საკუთარ მფლობელობას იცავს. სხვა არაფერი.
კ ირჩხიბები, თხის რქები და მშვილდოსნები საშუალოზე დაბალი მაჩვენებლით მოხვდნენ ამ კვლევაში. უფრო ნაკლებად გხვდება თვალში ქალწულის და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. განსაკუთრებულ „აუტსაიდერებად“ კი ამ მხრივ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამერიკელმა ასტროლოგებმა ექსცენტრული მერწყული და აზარტული მშვილდოსანი მიიჩნიეს.