მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

 მარტის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით. ამ პერიოდში იმატებს არამხოლოდ რომანტიკული ურთიერთობის მოთხოვნილება, არამედ ვნებიანობა და სექსუალური პოტენციალის მძაფრად გამოხატვის სურვილი. ამიტომ მათთვის, ვინც ზამთრის დღეები საშვებულებო პერიოდსა და რუტინულ სამსახურეობრივ ფუსფუსში გაატარა, აქტიური პერიოდი დგება. ცვლილებები შეეხებათ როგორც მარტოხელა, ისე დაოჯახებულ ადამიანებს. მოკლედ, მარტი ერთობ ვნებიანი და ეროტიკული თვე იქნება, მეგობრებო.

ვერძებს წინ ეჭვიანობა და საკუთარი მოუთმენლობის გამო გაფუჭებული ურთიერთობების საფრთხე ელოდებათ. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს მაქსიმალურად მოთოკონ მარტში ცეცხლოვანი ტემპერამენტი და მშვიდი მიდგომით სცადონ საყვარელი ადამიანის გულის მოგება.

კუროსთვის მარტის თვე ნამდვილ გამოცდას მოიტანს, რომლითაც მისი უკვე არსებული ურთიერთობები სიმყარესა და ერთგულებაზე გადამოწმდება. ამასთან ერთად, საქმე ეხება არა მოსალოდნელი კონფლიქტების ალბათობას, არამედ ძველ წყენებსა და საიდუმლოებებს, რომელიც ზუსტად მარტში დაიწყებს ზედაპირზე ამოტივტივებას.

ტყუპისთვის შეიძლება ითქვას, რომ სიმშვიდისა და უკვე არსებული ურთერთობების გადაფასების პერიოდი იქნება მარტი. ამ ადამიანების დიდი ნაწილი შესაძლოა იმაზეც დაფიქრდეს, რომ დიდი ხნის პარტნიორთან გახუნებულ-გაფერმკრთალებული ვნების ალი გააღვივოს, რაც ბევრ მათგანს წარმატებით გამოუვა.

კირჩხიბისთვის მარტი გრძნობათა ნამდვილ ქარიშხალს მოიყოლებს თან. ამ თვის მანძილზე, ისე როგორც არასდროს, მიხვდებით, რომ საშინელი მიჯაჭვულობა გაგაჩნიათ პარტნიორის მიმართ, ან ახალი ურთიერთობა დაიწყება თქვენს ცხოვრებაში, რომელიც ანალოგიური მიჯაჭვულობის საფრთხეს მოიტანს თან.

ლომების დიდ ნაწილს მარტის შუა პერიოდში მხურვალე რომანის წამოწყების დიდი შანსი გაუჩნდება. ამასთან ერთად, უკვე დაოჯახებული ლომებიც შეიძლება მოხვდნენ ანცი ამურის ისრების სამიზნეში. ასტროლოგები ურჩევენ ლომებს, გონივრული ზღვარი დაიკავონ ნებისმიერ ურთიერთობაში.

ქალწულებისთვის მარტი კარიერაზე სრული ფოკუსირების აუცილებლობას მოუტანს, რაც ნეგატიურად აისახება მათ სექსუალურ ცხოვრებასა და პირად ურთიერთობაზე. მოსალოდნელია, დრამატული სცენები, ეჭვიანობა და განშორებებიც კი.

სასწორის ზოდიაქოს მარტოხელა წარმომადგენლებს მარტი ე.წ. "კარმულ" ანუ საბედისწერო ნაცნობობას უწინასწარმეტყველებს. შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც გაზაფხულის სითბოსთან ერთად, გასაოცარ ვნების კორიანტელსა და ემოციების ქარიშხალს მოიტანს.

მორიელისთვის მარტი ეჭვიანობის კოეფიციენტის მხრივ ყველაზე მხურვალე თვე იქნება. ამ თვეში მოსალოდნელია დრამატული, ემოციური განშორება-შერიგებები. ასტროლოგები გირჩევენ კონცენტრირება მოახდინოთ წვრილმან ყურადღებასა და რომანტიკულ ელემენტებზე. თუკი გსურთ, რომ თქვენი პარტნიორული კავშირები ნაკლებად დაზარალდეს.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ბევრი დაოჯახებული წარმომადგენელი მარტის თვეში ახლებური თვალით დაინახავს საკუთარ მეორე ნახევარს, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათ სექსუალურ ცხოვრებას. ხოლო მარტოხელა მშვილდოსნებს ასტროლოგები ახალი რომანის წამოწყებას უწინასწარმეტყველებენ, არც მეტი არც ნაკლები - მეგობართან.

თხის რქების დიდი ნაწილი მარტს დაიმახსოვრებს, როგორც წლის ყველაზე სტაბილურ, რომანტიკულ და ლამაზ თვეს. ასტროლოგები თვლიან, რომ ბევრი თხის რქა, ზუსტად ამ თვეში დაარეგულირებს აქამდე დაძაბულ ან გაფუჭებულ პარტნიორულ ურთიერთობებს.

მერწყულის ზოდიაქოს ბევრი წარმომადგენელი მარტში სიახლეების მოთხოვნილებას იგრძნობს. შესაძლოა, ამან ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული ინტრიგებისკენაც გიბიძგოთ, რაც სულაც არ არის ურიგო. დაოჯახებული მერწყულები მარტში დროს პარტნიორთან ერთად დასვენებას დაუთმობენ.

თევზების დიდ ნაწილს ასტროლოგები მარტში დინების მიხედვით მშვიდ ცურვას უწინასწარმეტყველებენ. აჯობებს პარტნიორულ და სექსუალურ კავშირებში უკვე არსებულ ადამიანებზე შეაჩეროთ ყურადღება. ახალი საკბილოს ძებნამ შესაძლოა სერიოზულ სკანდალებში ამოგაყოფინოთ თავი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?