"მათი ბედი ხშირად ფატალურია" - ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი მე-13 ნიშანი, გველმჭერი

"მათი ბედი ხშირად ფატალურია" - ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი მე-13 ნიშანი, გველმჭერი

1922 წელს, საერთაშორისო ასტრონომიური კავშირის წევრების მორიგი შეხვედრისას, რომელიც ქალაქ ლეიტონში (ჰოლანდია) მიმდინარეობდა, საზოგადოების პრეზიდენტმა არტურ სტენლი ედინგტონმა გააჟღერა ჰიპოთეზა მეცამტე ზოდიაქოს შესახებ...

მისი მოსაზრების თანახმად, ადამიანები, ვისაც ბედმა ოცდაათ ნოემბერსა და ჩვიდმეტ დეკემბერს შორის დაბადება არგუნა წილად განსაკუთრებული მისიითა და შესაძლებლობებით ევლინებიან ამ ქვეყანას. ისინი გველისმპყრობლებად იმავე გველმჭერებად ითვლებიან.

გველმჭერის თანავარსკვლავედი ოდითგანვე არსებობდა და მის შესახებ ცნობებს უძველეს ისტორიულ წყაროებში ვხვდებით... ასტროლოგები დღემდე დავობენ იმის შესახებ, არის თუ არა გველმჭერი კონკრეტული, დამოუკიდებელი ზოდიაქოს ნიშანი, თუ იგი მხოლოდ და მხოლოდ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულის მორიელის "სპეცეფექტებით" გამდიდრებული ნაზავია.

ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება. პრაქტიკაში თუ დავაკვირდებით ადამიანები, ვისაც ბედმა სწორედ დროის ამ მონაკვეთში არგუნა დაბადება რეალურად, მართლაც გამოირჩევიან არცთუ მაინცდამაინც "მშვილდოსნური" თვისებებით და მათი ბედი ხშირად ერთობ ფატალური და საინტერესოა.

ასტროლოგების დიდი ნაწილი, ვისაც ე.წ. "გველმჭერის" პერიოდში დაბადებულ ხალხთან ჰქონია ურთიერთობა, ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ ამ ადამიანებს განსხვავებული ხასიათი, ნიჭი, შესაძლებლობები და განსაცდელები გააჩნიათ ცხოვრების გზაზე.

Astrologia

ისინი მშვილდოსნის ფილოსოფიურ ბუნებასთან ერთად ფლობენ მორიელის მაგნეტიზმსა და გამძაფრებულ ინტუიციურ აღქმას. მათ უმეტესობას არ შეუძლია რუტინული ცხოვრება, მაგრამ როცა ერთი ეტაპი სრულდება მათთვის, უკან დასაბრუნებელ ხიდებს ისინი ყოველთვის წვავენ და წარსულთან აღარასოდეს ბრუნდებიან . არის მეორე ვარიანტიც, ისინი თავად ხდებიან ფატალური მოვლენების კატალიზატორი სხვა ადამიანების ცხოვრებაში. შემდეგ მიდიან და უკან ტოვებენ ტკივილს, ცრემლებს, ნანგრევებს, ზოგჯერ ზიზღსა და შურისძიების სურვილს.

გველმჭერის ხასიათი თავის თავში აერთიანებს ერთდროულად მკურნალისა და გამანადგურებლის თვისებებს. მას შეუძლია მაგნიტივით მიიზიდოს ადამიანები, თუმცა შინაგანი ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის ხშირად ურთულებს ამ ადამიანს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობებს. გველმჭერები გასაოცარი შორსმჭვრეტებლობით, ამტანობითა და რეგენერაციის უნარით არიან დაჯილდოებულნი. მათ უმრავლესობას გააჩნია წინასწარ ხედვის ნიჭი და კარგი ინტუიცია. თუმცა, მძაფრი მიდრეკილება ტრანსფორმაციისკენ აიძულებს მათ, მუდმივად ისწრაფოდნენ გარშემო მყოფებისა და საკუთარი თავის შეცვლისკენ.

თუმცა, უნდა გავიხსენოთ გველმჭერის სიმბოლო – ადამიანი, რომელსაც დიდი ზომის გველი უპყრია ხელთ. გველი მაინც გველია, ამიტომ ეს სიმბოლო კონკრეტულ მესიჯს მოიცავს მათთვის, ვინც გველმჭერის პერიოდში მოევლინა ქვეყანას – სულ ცოტა უყურადღებობა და გველი, რომელიც თქვენს ქვეცნობიერშია დაბუდებული, მომენტალურად დაგგესლავთ სასიკვდილოდ . სწორედ ამიტომ მოგენიჭათ ზღვარზე სვლის ნიჭი – "გველის პყრობა" და მისი შხამის მართვა სულაც არ გახლავთ ადვილი!

გველმჭერების დიდი ნაწილი ხშირად დაჯილდოებულია ნათელხილვის, წინასწარხედვის, მკურნალობის (რენტგენული ხედვის), ტელეკინეზისა და ტელეპორტაციის ნიჭით . ბევრი მათგანი ძალზე პატარა ასაკიდან ახერხებს დაიმახსოვროს და დიდობაში გაიხსენოს დეტალურად წლების წინ განვითარებული მოვლენები. მათ აქვთ ფენომენალური ნიჭი დაინახონ ერთი შეხედვით, თვალისთვის უხილავი წვრილმანები და იგრძნონ ემოციები, რომელსაც გარშემო მყოფები თავდაჭერილობის უკან გულმოდგინედ მალავენ.

ბევრი გველმჭერი ხასიათდება სიკვდილის ფენომენისადმი უსაზღვრო ინტერესით. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს არასოდეს აშინებთ თავად გარდაცვალების ფაქტი . ეს იმიტომ, რომ შინაგანად კარგად ესმით ტრანსფორმაციის არსი – სიკვდილიც მათთვის ცხოვრების განსხვავებული მეორე მხარეა და სხვა არაფერი.

ისინი ლეგენდარული ფრინველის ფენიქსის მსგავსად ფლობენ ნიჭს, ყოველ ჯერზე ბოლომდე დაიწვან და შემდგომ ამისა აღსდგნენ ფერფლისგან, ახალ-ახალი გამარჯვებებისა და სიმაღლეების დასაპყრობად.

Astrologia

მათ უმრავლესობას ინტუიციურ დონეზე ესმის ის, რომ შიში ბოროტების უმთავრესი იარაღია. ამიტომაც თავისუფლდებიან ისინი ამ გრძნობისგან მაქსიმალურად, ექსტრემალური საქციელითა და წარმოუდგენელი გმირობის ჩადენით ყოველ ჯერზე, როცა ადამიანებს მათი დახმარება ესაჭიროებათ. თუმცა, არსებობს მედლის მეორე მხარეც, – მაშინ როცა მორიელის ნეგატივი მშვილდოსნის ჰუმანურ და ფილოსოფიურ ბუნებას გადასწონის, გველმჭერი შესაძლოა საზოგადოებას უზომოდ განვითარებული გონებრივი მონაცემების მქონე კრიმინალის, რეციდივისტის ან სახელმწიფო მოხელის სახით მოევლინოს. რომელსაც ყველა ბერკეტი ექნება ათასობით ადამიანის ბედის უარესობისკენ შესაცვლელად. გავიხსენოთ ამგვარი ინდივიდის ნათელი მაგალითი იოსებ სტალინი – იგი ნეგატიურად განვითარებული გველმჭერის ტიპურზე ტიპური წარმომადგენელი იყო.

ამიტომ თუკი თქვენი დაბადების თარიღი სწორედ გველმჭერის არეალში ხვდება, იცოდეთ, – სამყარო თქვენ მიმართ მხოლოდ მაშინ იქნება გულმოწყალე, როცა შეძლებთ საკუთარ ნაკლოვანებებს გადააბიჯოთ და საზოგადოების საკეთილდღეოდ გააკეთოთ რამე.

უნდა გვახსოვდეს, რომ ძალზე დიდ როლს გველმჭერის სრულფასოვან და რაც მთავარია, წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში აღზრდა-განათლება და ახლო გარემოცვა თამაშობს. თუკი ასეთი ადამიანი ბავშვობიდან სითბოს, თავგანწირვის, სიყვარულისა და სამართლაინობის მაგალითებს ხედავს დედ-მამისა და ოჯახის წევრების მხრიდან, იგი სამომავლოდ დიდი სულის და ბრძენი პიროვნება გაიზრდება.

ბედნიერების პლანეტა ნიშანს იცვლის - ასტროლოგები მსოფლიოში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებსა და ზოდიაქოს 3 ნიშანზე, რომლებსაც ერთი წელი სასიკეთო პერიოდი ელით

13-14 აპრილი ასტროლოგიური "ამაღლების" დღეებია - რას ნიშნავს ეს და რისთვის უნდა გამოიყენოთ ეს 2 დღე

2021 წლის ყველაზე "ძლიერი" ახალმთვარეობა - ასტროლოგი რამაზ გიგაური განმარტავს, ვისთვის იქნება ურთულესი უახლოესი თვე და ვისთვის შეასრულებენ ვარსკვლავები "ზურგის ქარის" როლს