ზოგი კი ვერა. მათ შორისაა სიზარმაცე, ღორმუცელობა, სიფიცხე ან აგრესიულობა. თუმცა, არსებობს გაცილებით უფრო მძიმე და რაც მთავარია, ფატალურ შედეგებამდე მიმყვანი მავნე ჩვევების კატეგორია, რომელშიც შედის ალკოჰოლ და ნარკოტიკდამოკიდებულება, აზარტული თამაშებისადმი სიყვარული და ა.შ.
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ზოდიაქოს ნიშანი და მისი სახასიათო მაჩვენებლები დიდწილად განაპირობებს ჩვენში ამა თუ იმ მავნე ცხოვრების წესისკენ მიდრეკილებას. თუმცა, თუკი თითოეული ჩვენგანი შეეცდება ბრძოლა გამოუცხადოს მანკიერებებს, სამყარო ამით გაცილებით უფრო ნათელი და ლამაზი იქნება.
ასე მაგალითად:
ვერძს სისასტიკისკენ გააჩნია მიდრეკილება. აფექტის მდგომარეობაში სავსებით შესაძლებელია, სხვა ადამიანს მარტივად დაუშაოს რამე.
კუროს ყველაზე დიდი სისუსტე სიზარმაცე და ღორმუცელობაა. კომფორტის სიყვარულმა მას შესაძლოა არაკანონიერი საქციელიც ჩაადენინოს.
ტყუპი ყველაზე მეტად ჭორაობით და სხვებზე არასწორი ინფორმაციის გავრცელებით სცოდავს.
კირჩხიბს ძლიერი მიდრეკილება გააჩნია ალკოჰოლის მიმართ. ხშირად, როცა ცხოვრება არცთუ სასიამოვნო სიურპრიზებით ანებივრებს, ბევრი კირჩხიბი სამუდამოდ "უმეგობრდება" სასმელს.
ლომს ხშირად სდებენ ბრალს სასასტიკესა და დიქტატორულ საქციელში. ამ ადამიანებს უყვართ სხვებზე კონტროლის აღება. ზოგჯერ კი ეს ძალმომრეობით ფარგლებს უტოლდება.
ქალწულისთვის მავნე ჩვევად შესაძლოა იქცეს მანიაკალური სისუფთავისკენ მიდრეკილება. მან შეიძლება ფობიებიც შეიძინოს რომელიც ამა თუ იმ დაავადებისგან თავის დასაცავად პრევენციული ზომების გამუდმებულ დაცვას უკავშირდება.
სასწორები ხშირად გვევლინებიან სამართალდამცავებთან წარმოქმნილი კონფლიქტის მიზეზად. ბევრი მათგანი ხათრიანი ხასიათის გამოც ხვდება გისოსებს მიღმა.
მორიელის უდიდესი ნეგატიური გამოვლინებაა ე.წ. "შავ სამყაროსთან" სიახლოვე. ბევრი მორიელი არჩევს ცხოვრებას ექსტრემალურ სიტუაციაში. მათთვის არც სისასტიკე და ძალადობაა უცხო.
მშვილდოსანი ხშირად ხდება იდეოლოგიური პრინციპების ბრმად მიმდევარი და მსხვერპლი. ამიტომ ამ ხალხს მოეთხოვება კარგად გააცნობიეროს საკუთარი იდეალების სისწორე.
თხის რქები ყველაზე ხშირად სცოდავენ ბიუროკრატიულ სფეროში. ბევრი თხის რქა ყველაფერზეა წამსვლელი თანამდებობრივი წინსვლის მისაღწევად.
მერწყულის უარყოფითი მხარეა ფამილარულობა და მოჩვენებითი ჰუმანურობის დემონსტრირება. მას ხშირად სდებენ ბრალს
ემოციურ სიცივეში. თუმცა დადებითი ამ ნიშანს ის აქვს რომ არასოდეს განიკითხავს და განსჯის სხვა ადამიანებს.
თევზების უდიდესი სისუსტეა ნარკოტიკები. ხშირად ასეთი ადამიანები საკმაოდ მძიმე შედეგამდე მიჰყავს წამალდამოკიდებულებას და მათ შემთხვევაში ეს სიტუაცია იშვიათადაა განკურნებადი.