”21 იანვარს გველის მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება ფსიქოზის ერთ-ერთი მიზეზი ხდება ხოლმე. ფსიქიატრებმა ეს კარგად იციან.
კვირას - 20 იანვარს მზე დატოვებს თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს და გადავა მერწყულში, რაც 21-22 იანვრიდან დადებითად აისახება ყველა მერწყულის ცხოვრებაზე. მანამდე კი საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინონ, რომ მათთვის რთულმა პერიოდმა კუდი არ მოიქნიოს. 20 იანვარი არის გეომაგნიტური დღე . საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ დაზიანებული.
21 იანვარს მთვარის დაბნელებისას, განსაკუთრებით გაუჭირდებათ ქალებს. მამაკაცებს მოუწევთ მათ მდგომარეობაში შესვლა და თანაგრძნობის გამოხატვა.
19-დან 21 იანვრის ჩათვლით ვიღებთ ”ტაიმ-აუტს" და თავს ვანებებთ მნიშვნელოვან საქმეებს: საბუთების მოწესრიგებას, ფინანსურ საკითხებს, გადაწყვეტილების მიღებას, პარტნიორული ურთიერთობების გარკვევას და ა.შ. ასევე, გადადეთ მოგზაურობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავთ ბარგს, შეყოვნდებით აეროპორტში და დიდხანს მოგიწევთ ლოდინი.
ამ თვის განმავლობაში ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. დგება ყველაზე რთული პერიოდი. კლებულობს ენერგოტონუსი, შეგაწუხებთ ავიტამინოზი. მაღალია ინფექციური დაავადებების რისკი. გამოვიარეთ მზის დაბნელება, ვუახლოვდებით მთვარის დაბნელებას, ამ პერიოდში ორმაგდება დაავადებები და მათი სიმწვავე". - აღნიშნა ცაგარელმა.