ექნებათ საშუალება, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ქარიზმატული ლიდერები. სწორედ ეს გვჭირდება, როდესაც უნდა გამოჩნდეს ახალი ძალა.
მათ შორის მოსალოდნელია მესამე ძალის გამოჩენა. ახლა არჩევნებმა მით უმეტეს გვაჩვენეს, რომ დაახლოებით პარიტეტულია ძალები და თითქმის ნახევრამდე იყოფა "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომ მესამე ძალისთვის იხსნება დრო. ზუსტად ეს არის 2019 წელი, გინდა ბლოკის სახით, გინდა ცალკეული ორგანიზაციების ჯგუფების სახით. ეხლა უნდა შემოვიდეს მესამე ძალა. ახალი ადამიანები, ახალი ჯგუფები, რომლებიც შემოიტანენ იმ შესაძლებლობას, რომელიც ხელს შეუწყობს შემდეგ უკვე არჩევანის გაკეთებას, არა ერთ და მეორე ჯგუფს შორის, როცა სხვა შანსი არ არის, არამედ მესამე ძალა იქნება წინა პლანზე წამოწეული.
-პოლიტიკური ლიდერებისთვის როგორი წელი იქნება?
- ყველასთვის ძალიან რთული იქნება. ისინი მზად არ იქნებიან იმ პროცესებისთვის, რომელიც აქ მოსალოდნელია. სადღაც მარტიდან ურანი შედის საბანკო-საფინანსო სფეროს ზოდიაქოს ნიშანში კურო, რაც ითხოვს რადიკალურ ცვლილებებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს მათ შორის საბანკო, ეკონომიკურ და საფინანსო სფეროში. მთავრობა არ არის ამისთვის მზად, ამიტომ ისევ დაიწყება ლარის კურსის ხტუნვა, ისევ დაიწყება ფინანსური პრობლემები. ამიტომ, აქ ჩვენ საკმაოდ რთული ტენდენციები გველის. რამაც შესაძლოა ზოგიერთი მინისტრიც კი გადაიყოლოს. შესაძლოა პრემიერსაც შეუდგეს წყალი.
მეორე პრობლემა უკავშირდება კოჰაბიტაციას, რომელიც ძალიან სერიოზულ დონეზე ავა. სერიოზული მოთხოვნები იქნება კოჰაბიტაციის საწინააღმდეგო. რამდენად მზად იქნება მთავრობა და მათ შორის პრემიერი ამისთვის, ფრიად სათუოა. ეს არის მეორე საკითხი, რომელმაც შესაძლოა ძირი გამოუცალოს მას.
მესამე საკითხი არის ის, რა პოზიციას დაიკავებს იგი. წელს არის ძალიან დიდი ორთაბრძოლის ტენდენცია. შავ და თეთრ მთვარეს შორის. ანუ მფარველ ანგელოზსა და შავ ძალას შორის. დაპირისპირებაა მათ შორის, მერწყულსა და ლომში არიან ისინი. ეს დაპირისპირება მათ შორის ხდება 32 წელიწადში ერთხელ. ახლა გვაქვს ეს დაპირისპირება და დაახლოებით 3 მარტამდე გაგრძელდება. ეს ნიშნავს იცით რას? მერწყული არის ავანგარდული ნიშანი, რომელსაც მოაქვს რეფორმები და სიახლეები. მათ შორის ყველაფერი რაც არატრადიციულია. მათ შორის ლგბტ ჯგუფები. ყველაფერი რაც ტრადიციულია, ეს არის ლომი. ანუ ძალიან დიდი დაპირისპირება მიდის ტრადიციებსა და არატრდიციულ მიმდინარეობებს შორის. აქედან გამომდინარე ვის პოზიციებს დაიკავებს მთავრობა, პრემიერი, პარლამენტი. რომელ მხარეს დადგებიან შავი თუ თეთრი ძალების მხარეს.
აქ არის დაპირისპირება ჩუგოშვილსა და ივანიშვილს შორის. დაპირისპირებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემები მოიტანოს. ასეთი მოვლენები მაგალითად ჩვენ გვქონდა საბჭოთა კავშირში 1917 წელს – რუსეთის რევოლუცია. შემდეგ იყო 1985 წელს, როდესაც დაიწყო ე.წ. პერესტრიკა და რასაც საბჭოთა კავშირის დაშლა მოჰყვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამან შეიძლება გადაიყოლოს არა მარტო პრემიერ-მინისტრი, არამედ მთლიანად "ქართული ოცნება", თუ დროულად სათანადო მოქმედებები არ იქნა.
რადგან ჩვენ კვანძი წელს გვაქვს კოსმიური მისიის ფაქტორო კირჩხიბში, რომელიც ყველაზე დიდი ტრადიციონალისტია, მფარველი ანგელოზი იმყოფება დედების და შვილების ზონაში ანუ ლომში, ესე იგი ძირითადი მიმართულება პირდაპირ ნაჩვენებია კოსმოსის მიერ. საით უნდა იყოს მიმართული მთავრობა. დედათა და შვილთა ინსტიტუტის დაცვაზე და ტრადიცული ღირებულებების წინა პლანზე წამოწევაზე და არა ლგბტ ჯგუფებზე და რაღაც საეჭვო მიმდინარეობაზე, არავითარ ნარკოტიკულ ნაერთებზე. ყველა კანონი, რომელიც ამსუბუქებს ნარკოტიკის მიღებას, ჩაითვლება, რომ შავი მთვარის ზონაში დგება მთელი ჩვენი მთავრობა და პარლამენტი და ემსახურებიან შავ ძალებს.
კალაძე, გახარია, სალომე ზურაბიშვილი სამივე არის თევზები.
აქედან გამომდინარე თავად გააკეთეთ დასკვნა. საკმაოდ რთული პერიოდი ელოდებათ სამივეს. პროვოკაციები, ჭორები, ინტრიგები, მტრები… ეს ყველაფერი მათ საწინააღმდეგოდ გამახვილდება. შეცდომების დაშვების ალბათობაც მოიმატებს. ამიტომ უნდა იყვნენ ორმაგად ფრთხილად.
-კობახიძეს როგორი წელი ელოდება?
-სასწორს არა უშავს. მეტ-ნაკლებად სტაბილური. საშუალო წარმატების კუთხით. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მარტო ზოდიაქო არ უშველის. არის შავი და თეთრი ძალა და არის დაპირისპირება 32 წელიწადში ერთხელ. აქ უკვე ვის მხარეს დაიკავებ, იმის მიხედვით მიიღებ. იქ უკვე ზოდიაქოს აღარ აქვს მნიშვნელობა. კოსმოსი თვითონ გადაწყვეტს, ღირს თუ არა იმად, რომ დატოვოს ადგილზე. ამიტომ ცვლილებები გვექნება უამრავი. იმიტომ, რომ შეცდომებიც უამრავი გვექნება.
-ალასანია მშვილდოსანია, რომელ ნიშანსაც საუკეთესო წელი აქვს, მის გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდოთ?
მე მოვუწოდე მას, როგორც კი მზე შევიდა მშვილოდოსნის ზოდიაქოში, ეს იყოს 23 ნოემბერი. მოვუწოდე, რომ გამარჯვების პლანეტა მზესთან ერთად შედის თქვენს ზოდიაქოში, მთელი წელი იქნება თქვენს ზოდიაქოში და ამიტომ დროა დასვენების შემდგომ გამოვიდეს ავანსცენაზე.
-სააკაშვილისთვისაც კარგი წელია…
კი, მისთვის ძალიან კარგი წელი იქნება. მიშას ხომ ხედავთ რა დღეშიც არის, ვერ აჩერებენ. ენერგია მოჭარბებული აქვს, აღარ იცის სად წაიღოს. მიშას ცოტა ყურადღება უკრაინაზე აქვს გადატანილი, იმიტომ რომ იქ ახლა არჩევნები იმართება, დიდია შანსი გაიმარჯვოს მისმა პროტეჟემ – ტიმოშენკომ, ამის შემდეგ მან შეიძლება გამოკრას ხელი რამე თანამდებობას. ამიტომ მთელი ყურადღება მაინც იქით აქვს. საქართველოსთვის მაინც ბოლომდე ვერ იცლის. მაისის შემდეგ როცა იქ დამთავრდება, მერე გამოჩნდება. მოიცლის თუ არა საქართველოსთვის თუ არა. ყოველ შემთხვევაში იქიდან, რომ რაღაცას უხელმძღვანელებს და მისცემს განკარგულებებს, ეს ფაქტია.
კიდევ ვხედავთ ერთ მშვილდოსანს, რომელიც ძალიან აქტიურობს, ნიკა მელიას ვგულისხმობ. ვერ აჩერებენ ამ კაცს, მოჭარბებული აქვს ენერგია. აღარ იცის რა ქნას. ყველაზე აქტიური და ყველაზე აგრესიულია.
-ზოგადად საქართველოსთვის როგორი წელი იქნება?
რთული. აქვს პლუსებიც, მაგრამ საფინანსო და საბანკო კუთხით იქნება სერიოზული ცვლილებები და მზად არ ვიქნებით. ვალუტა მერყევია. ძალიან ბევრ თანამდებობის პირს მოხსნიან, იქნება დაძაბულობა. იქნება საზოგადოებაში კონფრონტაცია. იქნება შეტაკებები, მიტინგები და ა. შ.
-მოიმატებს დაძაბულობა?
-კი, "ნაციონალური მოძრაობა" არ მოისვენებს. დამთავრდა, ახლა მაგათი დროა. ლიდერები ჰყავთ მშვილდოსნები, ამიტომ დაძაბულობა იქნება, პრობლემები იქნება.
სასიკეთოა ის, რომ კარგი წელიწადია სიყვარულისთვის, კარგი წელიწადია ქორწინებისთვის. წელს დაქორწინებული წყვილები საკმაოდ სტაბილურად იგრძნობენ თავს. კარგი წელიწადია დემოგრაფიული პრობლემების მოსაწესრიგებლად. კარგი წელიწადია უცხოეთთან აქტიური კომუნიკაციისთვის, მაგალითად ინვესტიციებისა და გრანტების შემოტანისთვის. ტურისტების რაოდენობა გაორმაგდება, ეს შემოსავლის მომატებასაც გამოიწვევს.
გაახსენდებათ ისეთი სფეროები როგორიც არის სამეცნიერო-კვლევითი, სასოფლო-სამეურნეო სფერო არსებობს თურმე და ესეც კარგია, რადგან აქაც ჩაიდება ინვესტიციები. სპორტი გააქტიურდება და სხვათა შორის იურისპრუდენციაში იქნება სასიკეთო ცვლილებები. ანუ არის სასიკეთო ცვლილებები, მაგრამ სირთულეებიც არის.