კურო - გაღიზიანება მაღალია, არ უნდა აჰყვეს ემოციებს და შიდა ნერვიულობას. არავითარი ახალი საქმე და ახალი პროექტის დაწყება. 19-დან კი ახალი სამსახურის დაწყების შანსი და იდეების რეალიზაციის შესაძლებლობა მაღალია. ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ტყუპი - მათ აქვთ კოსმიური გამოცდა 19 ივლისამდე პარტნიორულ ურთიერთობაში. აქ კონფლიქტების ალბათობა მაღალია. ასევე მაღალია ღალატის ალბათობა პარტნიორების მხრიდან. იყავით ყურადღებით და აკონტროლეთ თქვენს ზურგს უკან რა ხდება. საიდუმლოს ნუ გათქვამთ. 19 რიცხვიდან კი შესაძლებლობა გექნებათ მოაწესრიგოთ ურთიერთობები და სანდო პარტნიორები იპოვოთ. დაიწყოთ ახალი მნიშვნელოვანი პროექტების და იდეების რეალიზაცია.
კირჩხიბი - ყველაზე ეფექტური ნიშანია. მზე გადის სწორედ მის ნიშანს. 19-მდე პერიოდი მათაც მაინც რთული აქვთ. გაღიზიანება და დაძაბულობა ჯერ კიდევ იჩენს თავს, ცოტა ფრთხილად ვიყოთ მაინც 19-მდე, მაგრამ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანრთელობა მდგრადია და შეგიძლიათ იყოთ ენერგიული, აქტიური, შარმიანი. 19-დან ფანტასტიკური პერიოდი გეწყებათ, შესაძლებლობები ყველა ფლანგზე გრადნიოზულია, ყველა საკითხის უპრობლემოდ გადაწყვეტის შანსი გექნებათ არნახულად მაღალი. თქვენ გეწყებათ ძალიან მაგარი პერიოდი, მაგრამ ცოტა ხანმოკლე.
ლომი - 19-მდე მათრახი არ მოიქნიოს მთვარის დაბნელებამ, ცოტა ფრთხილად იყავით, ისედაც მძიმე პერიოდი გაიარეთ. ეს მძიმე პერიოდი მთვარის დაბნელებით მთავრდება და ვიყოთ ყურადღებით. არავითარი სარისკო მოქმედებები, ახალი გადაწყვეტილებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, მშვიდად განლვეთ ეს დრო, 19- დან კი იწყება თქვენი დრო. აშკარად იგრძნობთ, რომ ენერგია გემატებათ, იღბლიანობა თქვენს მხარესაა, საინტერესო წინადადებები შემოდიან და პერსპექტივები თვალშისაცემი ხდება.
ქალწული - ყურადღება გჭირდებათ კოლეგიალურ ურთიერთობებში, მათი პირდაპირობა და მეწვრილმანეობა ძალიან გააღიზიანებს ხალხს. 19-ის შემდეგ კი იგრძნობთ, რომ მეგობრების, ახლობლების და კოლეგების მხრიდან მოდის დახმარება. ურთიერთგაგება გაქვთ და შანსები წარმატების რადიკალურად მოიმატებს.
სასწორი - 19-მდე დაიცავით თქვენი ინფორმაცია, რათა სხვებმა თქვენს საწინააღმდეგოდ არ გამოიყენონ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, რადგან შეცდომის ალბათობა მაღალია. გადაუმოწმებლად ხელშეკრულებებს ხელს ნუ მოაწერთ, რათა სავალალო მდგომარეობაში არ ჩავარდეთ და ფინანსური პრობლემები არ მოგიტანოთ ამან. 19-დან თქვენი შემოქმედებითი ნიჭი ახლებურად გაიფურჩქნება, შინაგანდ გახდებით მშვიდი და გაწონასწორებული.
მორიელი - საუკეთესო პერიოდი იწყება თქვენთვის, ოღონდ 19-დან. 19-მდე ისევ ფრთხილად ვიყოთ, მთვარის დაბნელებას ნუ ვეთამაშებით, რადგან ყველანაირი შავი მაგია და საზიზღრობა სოწრედ ამ პერიოდში ხდება. რადგან შავი მთავრე სატანურ უარყოთ ენერგიის შემოსვლას ნიშანავს. რის გამოც ცდუნებების ალბათობა ყველა ნიშნისთვის მაღალია. ენერგოტონუსი მაღალია და გგონიათ, რომ ყველაფერს მარტივად გააკეთებთ, მაგრამ ცდუნებებსაც ადვილად აჰყვებით, ამიტომ ფრთხილად. 19-ის შემდეგ კი ცდუნებასაც რომ აჰყვეს, პრობლემა მაინც იმდენი აღარ იქნება. შესაძლებლობები წარმატების და იდეების რეალიზაციის მაღალია.
მშვილდოსანი
- მოთმინება 19-მდე მაქსიმალურად წინა პლანზე. ფულის პრობლემები შესაძლოა შეგექმნათ, მაგრამ 19-ის შემდეგ ენერგოტონუსი მატულობს, ენთუზიაზმი მატულობს, ოპტიმიზმი წინა პლანზე წამოიწევს და შესაძლებლობები ყველა კუთხით მოიმატებს. ამიტომ 19-ის შემდეგ სულ სხვა ცხოვრება გეწყებათ.
თხის რქა
- კვირის პირველი ნახევარი ფრთხილად განვლეთ, კონფლიქტების ალბათობა სამსახურებრივ სფეროში, კოლეგებთან მაღალია. ეს კი შესაძლოა სამსახურებრივი კარიერული წინსვლის შეჩერების მიზეზი გახდეს. მეორე ნახევარი გაცილებით უკეტესია, ენერგოტონუსი მატულობს, იღბლიანობა მაღალია, თუმცა მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ ფინანსურ საკითხებში. ზედმეტ ხარჯს მოერიდეთ, ამისთვის საუკეთესო დრო ჯერ არ დამდგარა.
მერწყული
- 19-მდე ძალიან ფრთხილად, რადგან შეზღუდვების ზონაში ხართ, მაგრამ 19-დან გეშველებათ. იგრძნობთ, რომ ყველაფერი უფრო ადვილად მიდის, საინტერესო იდეები, პროექტები უფრო მეტ ინტერესს იწვევს. შესაძლებლობები ფრთების გაშლის და იდეების რეალიზაციის გექნებათ მეტი.
თევზები - მაქსიმალური ყურადღება 19-მდე. ძალიან ფრთხილად ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან, ფსიქოტროპულ ნაერთებთან. მეგობრული ღალატის ალბათობა მაღალია. 19-მდე ახალ სასიყვარულო ურთიერთობებზე არ არის საუბარი. მოითმინეთ 4 დღეც და 19-ის შემდეგ დაიწყება თქვენი დრო. ხდებით აქტიურები, ენერგიულები, შარმიანები. რაც აქამდე ვერ ან, არ გააკეთეთ, ახლა მოგეცემათ ამის გაკეთების შესაძლებლობა