დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა და უარყოფითი ენერგიების გაძლიერება მეტ-ნაკლებად ზოდიაქოს ყველა ნიშანს შეუქმნის პრობლემებს.
ვერძი – დაძაბული, საკმაოდ დისჰარმონიული კვირაა. განუხორციელებელი იდეები სერიოზულად გაგიფუჭებენ განწყობას, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება კი, მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ, რადგან ვერ შეძლებთ სიტუაციის, გარშემო მყოფთა მოთხოვნების შეფასებას და ფეხის აწყობას. ნუ ენდობით სხვათა დაპირებებს და ნურც თქვენ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს, რომელთა შესრულება ძალიან გაგიჭირდებათ, მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და კაპიტალის დაბანდებას, ახალი პროექტებში ინევსტიციის ჩადებას და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებას.
ტყუპი – დინამიკური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, უამრავი ახალი და საინტერესო იდეის ჩამოყალიბებას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებასა და გაცემული დაპირებების შესრულებაში. არაა გამორიცხული შეგექმნებათ სერიოზული ფინანსური სირთულეები, რადგან გაუთვალისწინებელი პრობლემები სრულად ამოწურავენ თქვენს დანაზოგს. თავი შეიკავეთ ახალი პროექტების დაწყებისგან, მიჰყევით ძველ საქმეებს და იმოქმედეთ მხოლოდ თქვენთვის კარგად ნაცნობ სფეროში.
კირჩხიბი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და შესაძლოა გახდეთ ავადაც. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც გააძლიერებენ ინტრიგებს და ჭორებს თქვენს ზურგს უკან, კოლეგების ან პარტნიორების კონტროლი კი, ინიციატივის გამოვლენის საშუალებას არ მოგცემთ და შეზღუდავთ თავისუფლებას. არაა გამორიცხული სწორედ ამ კვირაში მოგიწიოთ იმ გადადებული საქმეების დასრულება, რომლებიც სრულად გამოგფიტავთ და დაგცლით ენერგიისგან. მაქსიმალურად აკონტროლეთ ემოციები და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ ღირს ერთდროულად რამდენიმე საქმეს შეჭიდება და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ როგორც საკუთარ, ისე გარშემო მყოფთა სურვილებსა და ზრახვებში გარკვევა, რაც თქვენს გაღიზიანებას გამოიწვევს და სერიოზული კონფლიქტის მიზეზიც გახდება.
ლომი – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დედამიწის უარყოფით ენერგოველში გადასვლა თქვენზეც ნეგატიურად აისახება, გამოიწვევს გაღიზიანებას და გუნების გაფუჭებას, ვერ შეძლებთ გარშემომყოფებთან საერთო ენის მოძიებას, ურთიერთობა დაგეძაბებათ როგორც კოლეგებთან და მეგობრებთან, ისე საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან, არ დაგაკმაყოფილებთ სამუშაო პირობები, რომელთა შეცვლა ან გაუმჯობესება ძალიან გაგიჭირდებათ. ამ კვირაში ნამდვილად არ ღირს ცვლილებების განხორციელება და ხელმძღვანელებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, რადგან მხოლოდ რეპუტაციას გაიფუჭებთ, სასურველ შედეგს კი, ვერ მიაღწვეთ.
სასწორი – ნაკლებად სტაბილურ კვირაში არ ღირს მოგზაურობა, რადგან არაა გამორიცხული დაკარგოთ ბაგაჟი ან წინასწარ გაუთვალისწინებელმა ფინანსურმა ხარჯებმა გაგიფუჭოთ განწყობა. გეგმების შეცვლა მოგიწევთ სამსახურშიც, რისი მიზეზიც დამძიმებული ჯანმრთელობა ან იმ საქმეთა მოზღვავება გახდება, რომელთა გადადება შეუძლებელი აღმოჩნდება. მოერიდეთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ინტელექტუალური, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და კოლეგათა, ხელმძღვანელთა შეზღუდვისგან თავის დაღწევა. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიმშვიდე და მოთმინება, რადგან გაღიზიანება და პრეტენზიების გამოთქმა, მხოლოდ დამატებით პრობლემებს შეგიქმნით.
თხის რქა – დაძაბული, ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან საერთო ენის მოძიება გაგიჭირდებათ როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო პარტნიორთან, მიზეზი კი, ისევ თქვენი სიჯიუტე და უკომპრომისობა გახდება. არაა გამორიცხული უნდობლობა გამოგიცხადონ კოლეგებმა და ერთგვარ იზოლაციაში მოგაქციონ, რაც დასახულ გეგმებზე, იდეების განხორციელებაზე გათქმევინებთ უარს და არსებულ სიტუაციაზე დაფიქრებას გაიძულებთ. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ახალი ნაცნობების მიმართ, რომლებიც მოულოდნელ კონკურენციას გაგიწევენ და სერიოზულად შეაფერხებენ თქვენს პროფესიულ განვითარებას, მეგობრები კი, თანადგომის ნაცვლად ისევ თქვენ მოგთხოვენ დახმარებას.
წყარო fortuna.ge